[VIDEO] ხვიჩას გოლი და საგოლე პასი პირველ ტაიმში – პსჟ “ბაიერს” ანადგურებს

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ გასვლაზე „ბაიერს“ 4:1 ამარცხებს.
სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და პაჩომ თავურით დააწინაურა. კვარაცხელიამ სცადა შორიდან გატანა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. შემდეგ საჯარიმოში ეჩევერისთან ბრძოლაში ბურთი ხელზე ზაბარნის მოხვდა, მსაჯმა ცოტა არ იყოს საეჭვო პენალტი დანიშნა, მაგრამ გრიმალდომ ბურთი ძელს გაარტყა. მერე შანსი პარიზელებს მიეცათ, როდესაც მეილიუს დარტყმული ბურთი მოხვდა ძელს. 33-ე წუთზე კი დუეს ანდრიხმა თავში იდაყვი ჩაარტყა, გააძევეს და მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. თუმცა, მათი კაცნაკლულობა დიდხანს არ გაგრძელდა, ვინაიდან საჯარიმოში ზაბარნიმ პოკუ წააქცია, მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია და თერთმეტმეტრინით ანგარიში ალეშ გარსიამ გაათანაბრა. პარიზელებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა – ხვიჩას გადაწოდებულ ბურთს დუემ ფლეკენის კარში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში „კვარამ“ თავად დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. ამითაც არ დაკმაყოფილდა „პარი სენ ჟერმენი“ და პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში დუემ დუბლი შეასრულა.
ლევერკუზენი. „ბაიარენა“
ბაიერი – პსჟ
გოლები: 0:1 პაჩო (7), 1:1 ალეიშ გარსია (38), 1:2 დუე (41), 1:3 კვარაცხელია (44), 1:4 დუე (45+3)
· ამ ჩემს გუბაზის ფეხებს ოჰო, დიდი ამბავი თუ გაიტანა, უნდა გაიტანოს აბა რა უნდა ქნას, მე ხომ არ გავიტან აბა? გაიტანა, კვარაცხელიამ გაიტანა, დიდი ამბავი
· RR ნეტა მწვრთნელმა დატოვოს მარცხენა ფლანგზე.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: “ბარსელონამ”, “ინტერმა” და “ბაიერნმა” გაიმარჯვეს [VIDEO]
ზაფხულში “ბაიერს” გუნდის კაპიტანი დატოვებს
[VIDEO] კაცნაკლული “ნაპოლი” “სიტისთან” დამარცხდა – “ბარსელონას” “ნიუკასლთან” გამარჯვება ნათხოვარმა ფეხბურთელმა მოუპოვა
პსჟ-ს მეკარე მალე შეიძლება “სპორტინგში” ან “ვალენსიაში” გადავიდეს
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ფავორიტებმა გაიმარჯვეს [VIDEO]