რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გაიხსნა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მეტროების შესასვლელებთან პოლიცია აჩერებს მოქალაქეებს იდენტიფიცირების მიზნით და შესაბამის ოქმებს ადგენს.
ასევე, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ პოლიცია აჩერებს პირბადიან მოქალაქეებს.
შესაბამისი ღონისძიებები ტარდება მას შემდეგ, რაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამკაცრდა.
მათ შორის, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია – ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
-ს თანახმად, ბოლო 2 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირია დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ