სულ მცირე 2 წელი დასჭირდება სკოლებში 11-წლიან პროგრამაზე გადასვლას – ამბობს მიქანაძე და დასძენს, რომ ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ სულ მცირე ორი წელი დასჭირდება 11-წლიან სასკოლო პროგრამაზე დაბრუნებას, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„11-წლიან სწავლებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამას რამდენიმე წლიანი პერიოდი დასჭირდება. სულ მცირე ორი – იმიტომ, რომ აქ არის პედაგოგების გადამზადება ახალი პროგრამის მიხედვით, ახალი სახელმძღვანელოები თავისი მეთოდოლოგიით. ეს არის პროცესი, რომელიც დროს და ძალისხმევას მოითხოვს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ექნებათ სასკოლო რეფორმის პრეზენტაციაც.
16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ უმაღლესი განათლების 7 გამოწვევისა და მათი გადაჭრის გზებზე პროგრამა წარადგინა. „საუნივერსიტეტო რეფორმის“ კონცეფციის მიხედვით „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ იქნება.
სწორედ ამ დღეს ისაუბრეს 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე დასრულების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ