ფოტო – ტვ პირველი
გზის გადაკეტვისთვის დაკავებული ვეფხია ბეროზაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ბეროზაშვილი შშმ პირია, რომელიც პოლიციამ არაერთხელ დააკავა, თუმცა ყოველ ჯერზე მოსამართლეებს სხდომების გადადება უწევთ.
ამ ჯერზეც მოსამართლემ ბეროზაშვილს ჯანმრთელობოს მდგომარეობასთან დაკავშირებით ცნობის წარდგენა მოსთხოვა. პროცესი 31 ოქტომბერს ჩაინიშნა.
ვეფხია ბეროზაშვილი მომხდარს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ ვიდრე სასამართლოში მიიყვანდნენ, პოლიცია მას ამცირებდა.
ესე იგი, ჩავდიოდი მეტრო ღრმა-ღელეზე, მეგობარი უნდა მენახა დიდუბეში, რა დროსაც პოლიციის ორი ეკიპაჟი მოვიდა, ოღონდ ფორმა არცერთს ეცვა. ტელეფონი მქონდა და ხელიდან გამომგლიჯეს და “წაართვიო” უბრძანა იქ თანამშრომელმა და რომ ჩამსვეს მანქანაში, მე ვუთხარი, რატომ მაკავებთ, რის საფუძველზე მაკავებთ-მეთქი და მითხრეს, რომ 18 ოქტომბერს გზა გადაკეტეო. არადა, მე გადაკეტილ გზაზე გადავედი. პოლიციის თანამშრომლებს უფროსმა უბრძანა, გადაიყვანეთ ეგრევე სასამართლო დარბაზშიო. მანქანაში დაახლოებით 6-მდე პოლიციელი იჯდა. თანამშრომელი მეუბნებოდა, სუნი გაქვს და დაიბანე მაინცო. ასეთი დამამცირებელი სიტყვები იყო პოლიციის მხრიდან და ერთი 20 წუთი მალოდინეს მანქანაში, სანამ ოქმის ფურცელს მოიტანდნენ, – თქვა ვეფხია ბეროზაშვილმა სასამართლოს შემდეგ “პირველებთან”.
