გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცის ცხედარს ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე მიაკვლიეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ვარჯიშობდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი მიიმალა. ახლობლები მას 20 ოქტომბრიდან ეძებდნენ. გზის პირას მიაკვლიეს მის ავტომობილსაც.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
