თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა პოლიტიკური პარტნიორობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, ასევე – სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი.
„ყურადღება დაეთმო დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა თურქმენეთის ძალისხმევა ცენტრალურ აზიაში მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში და სტაბილურობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის.
პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა – საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად – ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია