ევროპელი ლიდერები – მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომ ში ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს – ს ეკონომიკასა და თავდაცვის ინდუსტრიაზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, ვიდრე პუტინი მშვიდობისთვის მზად არ იქნება

მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომ ში ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპელი ლიდერები ავრცელებენ.
ევროპელი ლიდერების, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტ ს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის, საფრანგეთის პრეზიდენტ ს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბისა და დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენის განცხადების თანახმად, „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის სურვილის გარშემო, რომელსაც უკრაინელი ხალხი იმსახურებს, გაერთიანებულები არიან“.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომ ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და კონტაქტის არსებული ხაზი მოლაპარაკებების დაწყების წერტილი უნდა იყოს. ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით იმ პრინციპის, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „ს დროის გაჭიანურების ტაქტიკამ არაერთხელ დაადასტურა, რომ მშვიდობის მიღწევის მიმართ სერიოზულად მხოლოდ ერთი მხარე, მხოლოდ უკრაინაა განწყობილი“.
„ნათელია, რომ უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს, როგორც ცეცხლის შეწყვეტამდე, ისე მის დროსა და მის შემდეგ. ჩვენ რუსეთის ეკონომიკასა და მის თავდაცვის ინდუსტრიაზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, ვიდრე პუტინი მშვიდობისთვის მზად არ იქნება. ვმუშაობთ ზომებზე, რომ გაყინული რუსული აქტივების სრული ღირებულება გამოვიყენოთ, რათა უკრაინას საჭირო რესურსები ჰქონდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.