[VIDEO] ბევრს დაეჯერა, რომ ხვიჩას სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაში სურდა – კვარაცხელიაზე ს მიერ გაკეთებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა

Tik-Tok-ზე გუშინ ვირუსულად გავრცელდა ს მიერ გაკეთებული ვიდეო, სადაც სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაშის სურვილს გამოთქვამს და უნდა, რომ ეს ქვეყანა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარადგინოს.
ერთ-ერთ ხელოვნური ინტელექტის შექმნილ ვიდეოში ეს სიტყვებია მოყვანილი: “მე მიყვარს სამხრეთ აფრიკა და მზად ვარ, 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ქვეყნის სახელით ვითამაშო. საქართველოში ასპარეზობა დავამთავრე”.
მოგვიანებით, კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ვითომ ხვიჩას მიერ ნათქვამი კიდევ ერთ ფრაზას ვიგებთ: “თუ სამხრეთ აფრიკა დამპატიჟებს, იქ ვიქნები. ჩემი ბებია სამხრეთ აფრიკელია – ჩემი ვინაობის ეს ნაწილი მნიშვნელოვანია”.
ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ რომ ხუმრობა ბევრმა ადამიანმა ვერ გაიგო და კომენტარებში სერიოზული გარჩევა წავიდა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს, თუ რას წერენ ადგილობრივი გულშემატკივრები:
“სად იყავი, როცა “ბაფანა ბაფანაში” გვიჭირდა, ახლა კი გინდა მსოფლიო ჩემპიონატზე მარტივად გაიბრწყინო?!”.
“როდის მიხვდი, რომ გიყვარს სამხრეთ აფრიკა?!”
“ეს შეურაცხყოფაა ყველა შრომისმოყვარე სამხრეთ აფრიკელი მოთამაშისთვის”.
საინტერესოა, რომ ხუმრობით ვიდეოს სამხრეთ აფრიკის ნაკრების Tik Tok-ის ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა, რომელმაც კვარაცხელიას თამაშის კადრები გაავრცელა და თან სამხრეთ აფრიკის დროშები დაურთო, პოსტს კი შემდეგი სახის მინაწერი გაუკეთა: “რა იქნება მისი სამხრეთ აფრიკული სახელი?”.
პოსტს 128 000-ზე მეტი მოწონება და 5000-მდე კომენტარი აქვს. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილმა ამ ხუმრობამ 2 დღის განმავლობაში არაერთი საიტი მოიარა და ბევრი ადამიანი გაამხიარულა.
შვედეთის ჩემპიონი სოფლის გუნდი გახდა, სადაც 1500 ადამიანი ცხოვრობს
დღეს – კვარაცხელია დაბრუნებულ დემბელესთან ერთად, მიქაუტაძე “სიტის” დასამწუხრებლად