რუსებმა ხარკოვს მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტიეს, დაშავდა 9 ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენებით შეუტიეს, თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა და სულ მცირე 15 სახლი დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ხარკოვს მტრის KAB-ებით ესხმიან თავს – აფეთქებების ხმები ისმის. ვაზუსტებთ დეტალებს“, – განაცხადა ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა.
მისი ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დარტყმა ქალაქის ორ რაიონში, სამრეწველო რაიონსა და ნემიშლიანსკის რაიონში განხორციელდა.