2023 წელს რუსი ოლიგარქების ქონება 50 მლრდ-ით გაიზარდა

გასულ წელს ს უმდიდრესი ადამიანების ქონება 50 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა; Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემების მიხედვით, Лукойл-ის დამფუძნებელი ვაგიტ ალეკპეროვი რუს მილიარდერებს შორის ყველაზე მეტად გამდიდრდა.
ყველაზე მეტად შემდეგი რუსი ოლიგარქები გამდიდრდნენ:
Лукойл-ის დამფუძნებელი ვაგიტ ალეკპეროვი – + $9,29 მილიარდი (სულ $24,7 მილიარდი);
Еврохим-ის და СУЭК -ის თანადამფუძნებელი ანდრეი მელნიჩენკო – +$5,67 მილიარდი (სულ $17,42 მილიარდი);
НЛМК -ის დამფუძნებელი ვლადიმერ ლისინი – + $4,08 მილიარდი (სულ $23,9 მილიარდი);
Лукойл-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლეონიდ ფედუნი – +3,91 მილიარდი დოლარი (სულ 9,78 მილიარდი დოლარი);
Новатека-ის ხელმძღვანელი ლეონიდ მიხელსონი – + $2,83 მილიარდი (სულ $27,5 მილიარდი).
ყველაზე დიდი ზარალი Акрона-ის მთავარმა აქციონერმა ვიაჩესლავ კანტორმა განიცადა – მისი ქონება 149 მილიონი დოლარით შემცირდა, 6,21 მილიარდ დოლარამდე.
ნორნიკელის მფლობელი, ოლიგარქი ვლადიმერ პოტანინი უმდიდრესი რუსად რჩება, მისი ქონება 2,5 მილიარდი დოლარით, 31,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ