რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმებების განხორციელების შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს“.
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად მიღწეული შეთანხმებების განხორციელების შესაძლო კონკრეტული ნაბიჯების შესახებ კონსტრუქციული განხილვა შედგა“, – აღნიშნულია განცხადებაში.




