“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
სოციალურ ქსელში, თბილისის მერიის გვერდზე, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეები დახმარებისთვის მიმართავენ, მაგალითად, უკვე რამდენიმე დღეა, ქალბატონი ითხოვს, შვილის ოპერაციის დაფინანსების საკითხი დროულად განიხილონ, რადგან სასწრაფოდ საოპერაციოა, კიდევ ერთი პირი, მშენებლებისგან მოტყუებული ჯგუფის სახელით, მხოლოდ იმას ითხოვს, რამდენიმე განცხადების პასუხად, უფლებამოსული პირი მაინც შეხვდეს ჯგუფს და პასუხი მაინც გააგებინონ, 37 წლის კაცი წერს, რომ სამსახური ვერ იშოვა, მიუხედავად იმისა, რომ და კალაძე აყვავებულ ეკონომიკაზე საუბრით თავს იწონებენ. ამ ადამიანებისთვის, იგივე გვერდზე საჯაროდ არავის გაუცია პასუხი.
მ.კ.
“ბ.კახი ძალიან მაინტერესებს რატომ მეთქვა უარი ჩემს ფ.100–ზე. ხერხემლის მრტ.–ს დაფინანსებაზე. ვარ მარტოხელა პენსიონერი 6 ოპერაცია გადატანილი…არავითარი ახსნა. მარტო ცივი უარი… ის მაინც მომწერონ რატომ…”
დ.დ,
საქართველოს მთავრობა.. ჯანდაცვის სისტემას რომ მიხედოთ არა? სიმსივნიანი პაციენტები 1 კვირაა ველოდებით წამალს და ვერ ვიღებთ. აფთიაქი ს აბრალებს და აფთიაქს. წამალი არის აფთიაქში და ვერ გამოგვაქვს. ნემსი დეფიციტშიაო და არ გაუკეთდა რომელიც ღირს 530 ლარი. ახლა ეს წამლებია და არ აძლევენ, ჯანდაცვას არ აქვს სისტემა გასწორებულიო. თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ? ონკო პაციენტს რომ წამალს არ მისცემთ, ყოველი დღე რომ მნიშვნელოვანია…. გამოეთრევიან ტელევიზიებით და ონკო პაციენტებს ვაფინანსებთო. ტყუილია, ხალხოოოო არ დაიჯეროთ, 1 თვე თუ დაგიფინანსებენ, მეორე. და მესამე თვე ნემსი დეფიციტშია და წამლებიც დეფიციტშია იძახიან და ვყიდულობთ, რომელიც ჯდება 1000 ლარამდე…
ვ.ჩ
იქნებ დამასაქმოთ სადმე თუ შეილება 37 წლია ვარ ორი შვილი მყავს და სადაც მივედი ვაკანსიით ყველგან დაგირეკავთ და ზოგან უარით მიშვებენ და მაინტერესებს ეს სამსახურები რა კრიტერიუმებით არჩევს ხალხს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის