გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა

„საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა,“ – განაცხადა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა გუნთერ კრიხბაუმმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

კრიხბაუმის თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპულ მიდგომებთან მიმართებით იმედგაცრუებას იწვევს.

საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპულ მიდგომასთან დაკავშირებით ბოლო დროს ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს, – აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა.

მისივე თქმით, გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობას, თუმცა ქვეყნის ხელისუფლების ქცევა მიუღებელია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ. მაგრამ მთავრობის ქცევა მიუღებელია. ყველა ვარიანტი, ვამბობ, ნამდვილად ყველა ვარიანტი, მაგიდაზეა, – განაცხადა გუნთერ კრიხბაუმმა.