ჟურნალისტი, ვიკა ბუკია:
დღეს ქეთაც დაიჭირეს რუსთაველზე დგომის გამო. ჯობა, ვახო, მხატვრები და გამომცემლები, პოეტები და მსახიობები. მე ისევ ისევ ვფიქრობ, რომ რუსთაველი არის ჩვენი ადგილი, რუსთაველზე უნდა ვიყოთ. თუ კი სულ მცირე შანსი მეძლევა, მაინც გავრბივარ რუსთაველზე და ვერავინ ვერ გადამაფიქრებინეს, რომ ეს ფუჭია. ყოველთვის არ შემიძლია და მოწოდებაც მერიდება, მაგრამ თუ გადაცემა არაა, ან ნინიას ღამე იტოვებენ, მე მაშინვე ვწერ მეგობრებს (ისინი ისედაც სულ იქ არიან) და ვპოულობ ჩემს ადგილს რუსთაველზე. გზის გადაკეტვა თავგანწირვა გახდა, ვერასდროს ვერ დავამუნათებ მათ, ვინც არ კეტავს გზას და ვერც იმათ დავუძახებ თავზეხელაღებულებს – ვინც გზას კეტავს. ვერასდროს ვერავის ვერ მოვუწოდებ გზის გადაკეტისკვენ, მაგრამ ერთი რამ ვიცი, პროტესტი ჩვენი უფლებაა და ბევრნი თუ ვიქნებით ვერავინ ვერ მოგვერევა. ეს ბრძოლა რას მომიტანს არ ვიცი, ისიც არ ვიცი, ამ გზის ბოლოს რა მელის, მაგრამ განა ბრძოლა მაგას არ ნიშნავს, რომ არანაირი გარანტია არაა გამარჯვების და მაინც იბრძვი. მთავარია სიმართლე და ამ სიმართლეს დავკარგავთ თუ ერთამანეთს ხელს არ ჩავჭიდებთ მაგრად რუსთაველის გამზირზე.