ავარიაში მოყოლის შედეგად მოსკოვში გარდაიცვალა ცნობილი პოეტი, ლევ რუბინშტეინი

მოსკოვში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი პოეტი და ესეისტი, ლევ რუბინშტეინი – იუწყება მისი ოჯახი 14 იანვარს.
მოსკოვის კონცეპტუალიზმის სკოლის დამაარსებლად მიჩნეული რუბინშტეინი საავადმყოფოში იყო მას მერე, რაც მას 8 იანვარს მანქანა დაეჯახა. პოეტმა მიიღო მრავალი ტრავმა, მას გაუკეთდა ოპერაცია და იმყოფებოდა მედიკამენტებით გამოწვეული ძილის მდგომარეობაში.
ავარიაში მონაწილე მანქანის 63 წლის მძღოლის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
რუბინშტეინი 1970-იანი წლებიდან რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოეტი იყო. მას მიაწერენ პოეზიის საკუთარი ფორმის შექმნას, სიტყვიერების, ვიზუალური ხელოვნების და პერფორმანსის შერწყმით. მისი ტექსტები 1970-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა საბჭოთა “სამიზდატში” და საზღვარგარეთ.
რუბინშტეინი ასევე იყო აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწე. ის გამოდიოდა ჩეჩნეთის ომის წინააღმდეგ, მხარს უჭერდა ჯგუფს Pussy Riot. 2022 წელს რუბინშტეინმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც დაგმობილი იყო რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან