ზე მორიგი შეტევის ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები და რკინიგზა იყო

ს ჯარებმა გასულ ღამით და დღეს დილით რაკეტებით და დრონებით ზე მორიგი შეტევა მიიტანეს. ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები და რკინიგზა იყო.
ადგილობრივი ხლისუფლების ინფორმაციით, ჩერნიგოვის ოლქში ერთ-ერთ ენერგოობიექტზე დარტყმის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიისმიწოდება შეუწყდა.
რკინიგზის მონაკვეთი დაზიანდა სუმის ოლქში, სადაც მატარებლების ნაწილის მიმოსვლა დროებით შეჩერდა, ნაწილი კი შეფერხებით მოძრაობს.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ლოზოვის რაიონში დაზიანებულია კერძო სახლები. დაშავდა ერთი ოჯახის ოთხი წევრი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონებით დარტყმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის სინელნიკოვის რაიონში ხანძარი გაჩნდა 5-სართულიან სახლსა და რამდენიმე მაღაზიაში. დაზიანებულია კულტურის სახლის შენობაც. სახლები დააზინებულია დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკშიც.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 20 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ს ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 3 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“ და 60 უპილოტო საფრენი აპარატით. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მხოლოდ დრონების ნაწილის მოგერიება შეძლეს.
საჰაერო ძალების სარდლობა ადასტურებს 3 რაკეტით და 20 დრონით პირდაპირ დარტყმას 12 ადგილზე.
ამ შემოდგომაზე რუსეთის ჯარები ისევ ინტენსიურად უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს და რკინიგზას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამას უწოდებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის და გაზის გადამამუშავებელ საწარმოებსა და ნავთობტერმინალებზე დარტყმების პასუხს.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთი ომის წინა წლების მსგავსად ამერადაც ცდილობს უკრაინელებს ზამთარში გათბობისა და ალექტროენერგიით მომარაგების პრობლემა შეუქმნას.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი