ენათმეცნიერი მარინე ბერიძე:
რეჟიმი პურისა და თევზის განაწილების სახარებისეული იგავისა არ იყოს, სასწაულს სჩადის – რუსთაველზე მდგომი 50 “უსამშობლოდან” 100- ზე მეტს აპატიმრებს და კიდევ ტყვეების ასეულებს გვპირდება. …
მეტი სასწაული რა გინდა, ერო?
…
ჰოდა, ერთი ასეთი “უსამშობლო” დააკავეს გუშინ, მოსწყვიტეს კიდევ ერთი ხელოვანი ” ფუნჯსა და ყალამს”. იცით, როგორი უსამშობლოა ლევან მარგიანი? Margiani Art
იცით, როგორი ოჯახის გაზრდილია?
მისმა ასევე “უსამშობლო” დედამ ჩემმა უფროსმა კოლეგამ, მასწავლებელმა, დიდებულმა ენათმეცნიერმა კლარა გაგუამ, გარდასულ ქართველ დედათა მსგავსად თავისი ხელით გადაწერილი “ვეფხისტყაოსანი” გაატანა ქალიშვილს მზითევში.
…ეს ერთი ბწკარია “უსამშობლოობის” მიზეზების დიდ ტექსტში.
გააცანით მოსამართლეს, ვინძლო ბრალი შეუმსუბუქოს, “ოჯახური გავლენების” გამო.
…
პ.ს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მესმის თქვენი, მესმის, რომ რაღაცის გამო გიწევთ სიჩუმე ან უარესიც… ვწერ ყველა სიტყვას მხოლოდ მათთვის, ვისთანაც სამშობლოს სიყვარული მაერთიანებს. ასეთი ბევრი ხართ ახლა სხვა მხარეს. “რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შიშით, რომელნიმე შეტყუვილით…”. ჰოდა, ამ პოსტებს იმიტომ ვწერ, რომ ეს ქვეყანა მოკვდება თქვენი ხელით მაშინვე, როგორც კი თქვენთვის ლევან მარგიანი ლ.მ. გახდება.
ჩვენი ხიდები ჩვენივე აღსადგენია.
გაიხსენეთ იგივე იოანე საბანისძე, როგორ აღწერს აბოს სიკვდილით დასჯის შემდეგ გაერთიანებულ ქალაქს, მეტეხისკენ დაძრულ ბავშვებს, მოხუცებს, ავადმყოფებს, ხეიბრებს…
ასე იყო სულ: დიად პროტესტებს ბოლოს მაინც უერთდებოდა ერი, დიდი და პატარა, “აზნაურნი დიდ- დიდნი და ზეპურნი დედანი”…
…
თქვენთვის მლოცველი, თქვენი მომლოდინე, თქვენსავით “უსაშობლო” და ალბათ უკვე დასაჭერთა სიაში მყოფი მ.ბ ნინო ერისთავი