მედია: გელა გელაძე ისრაელში გაემგზავრა და შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე მინისტრს

შინაგან საქმეთა მინისტრი გელა (გეკა) გელაძე დელეგაციასთან ერთად ეწვია ისრაელს და შეხვდა ს ეროვნული უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე მინისტრს, იტამარ ბენ-გვირს.

-ის ცნობით, ეს არის გელაძის ოფიციალური ვიზიტი და მისი მასპინძელია იტამარ ბენ-გვირი.

„ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს კოლეგა მინისტრთან; ამასთან, მხარეები ხელს მოაწერენ უწყებებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს.

საქართველოს დელეგაცია, ასევე ეწვევა სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს და ადგილზე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას“, – იუწყება სამინისტროს პრესცენტრი.

ორი თვით ადრე ბენ-გვირი საქართველოში იმყოფებოდა, – ის 25 აგვისტოს ეწვია საქართველოს და მაშინაც გელა გელაძეს შეხვდა.

ბენ-გვირმა, – პარტია „ოცმა იეჰუდითის“ ლიდერმა, რომელიც ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ფიგურაა ისრაელის მთავრობაში, – შეხვედრები გამართა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი სთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.

ეს იყო ისრაელის მაღალი თანამდებობის პირების პირველი ვიზიტი საქართველოში 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტული თავდასხმისა და ღაზაში მორიგი ომის დაწყების შემდეგ.

მაშინ, შსს-ის ცნობით, გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე „მზად არის ისრაელის მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის“.

იტამარ ბენ-გვირს სანქციები აქვს დაწესებული გაერთიანებული სამეფოს, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ნორვეგიის მიერ. მას სავიზო და ფინანსური სანქციები 2025 წელს დაუწესეს აღნიშნულმა ქვეყნებმა – ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე „პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობის წახალისების“ გამო.

ბენ-გვირის საქართველოში ვიზიტისას ერთ-ერთი ისრაელური გამოცემა, Israel National News იუწყებოდა, რომ მინისტრმა ს წარუდგინა ჰამასის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის მიტაცების ამსახველი მასალა და უთხრა, რომ „ჰამასის პროპაგანდის საპირისპიროდ, ღაზის სექტორში არ არის შიმშილი და სურსათის დეფიციტი“.

„ისრაელის სახელმწიფო ანადგურებს ირანსა და „ჰეზბოლას“ და ასევე ებრძვის „ჰამასს“ ღაზაში. კაცობრიობამ არ უნდა დაუშვას, რომ „ჰამასი“ ღაზაში დარჩეს, ის უნდა განადგურდეს“, – ამავე მედიის თანახმად, უთხრა ისრაელელმა მინისტრმა ირაკლი კობახიძეს.

ამავე წყაროს თანახმად, ირაკლი კობახიძემ პასუხად თქვა:

„ჩვენ გვსურს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კავშირის გაძლიერება. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს საქართველოში ებრაულ თემთან და აქ მცხოვრებ მრავალ ისრაელელ ტურისტთან და სიამოვნებით ვესტუმრებით ისრაელს“.

ბენ გვირის ვიზიტს, თავის მხრივ, ორი თვით უსწრებდა წინ საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკა, რისი საფუძველიც გახდა მინისტრის მოადგილის ვიზიტი თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე და მის მიერ ირანისათვის სოლიდარობის გამოცხადება.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიურო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა – თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე