ტრამპი უარყოფს, რომ ზელენსკის მოუწოდა რუსეთისთვის მთელი დონბასის დათმობისკენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ში ომის დასასრულებლად მხარეები უნდა გაჩერდნენ ფრონტის იმ ხაზზე, სადაც ამჟამად არიან და უარყოფს, რომ უკრაინისგან მოითხოვა სთვის მთელი დონბასის დათმობა.
19 ოქტომბერს გამოცემა The Washington Post-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 16 ოქტომბერს ტრამპთან სატელეფონი საუბრისას პუტინმა ომის დასასრულებლად მოითხოვა უკრაინის მიერ დონეცკის ოლქის დათმობა. იმავე დღეს გამოცემა Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში შეხვედრისას ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთს დონბასი დაუთმოს.
19 ოქტომბერს, დღის ბოლოს, როცა დონალდ ტრამპი ფლორიდაში მდებარე რეზიდენციიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, პრეზიდენტის თვითმფრინავში მედიასთან საუბრისას მას Reuters-ის კორესპონდენტმა ჰკითხა, მართლაც უთხრა თუ არა ზელენსკის, რომ უკრაინამ რუსეთს მთელი დონბასი უნდა დაუთმოს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს უარყო და განაცხადა, რომ ყველაფერი ისე უნდა დარჩეს, როგორც ახლაა. ტრამპის თანახმად, ამ ტერიტორიის 78% უკვე რუსეთს აქვს დაპყრობილი, დატოვონ ყველაფერი ისე, როგორც ახლაა და მოლაპარაკება მოგვიანებითაც შეუძლიათ.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ვაშინგტონში 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ დასავლეთის მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ზელენსკი იმედგაცრუებული დარჩა.
მათ შორის უკრაინის პრეზიდენტმა ვერ შეძლო დონალდ ტრამპის დათანხმება სთვის შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტების, „ტომაჰავკის” მიწოდებაზე.
დონბასის შესახებ ტრამპის ბოლო, 19 ოქტომბრის კომენტარი აბსოლუტურად განსხვავდება განცხადებისგან, რომელიც მან სექტემბრის ბოლოს გააკეთა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. მაშინ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიები დაიბრუნოს და შესაძლოა, უფრო შორსაც წავიდეს.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძულიც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიურო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა – თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე