30 მედია ორგანიზაცია: სანაიას დაკავება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯია

30 მედია ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებაში ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს.

მათი თქმით, რომ სანაიას დაკავება “თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.”

19 ოქტომბერს დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას. პოლიცია მას გზის გადაკეტვას ედავება.

დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას. მიგვაჩნია, რომ მისი დაკავება რეპრესიების მაგალითი და “ქართული ოცნების” მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ბოლო ორი წელია, დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების რეპრესიების სამიზნეა. მზია ამაღლობელის პატიმრობა, მუქარა, ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა და რეპრესიული კანონები — ეს “ქართული ოცნების” მხრიდან მედიაზე ზეწოლის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ამავდროულად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა.

მიუხედავად ზეწოლის არაერთი მცდელობისა, ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის და ერთად ვდგავართ სიმართლისა და დამოუკიდებლობის იდეის მხარეს“, – წერია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია/„მედიაჩეკერი“;
  • მედიასახლი „გურია NEWS“;
  • მედია აპრილი;
  • ინდიგო;
  • ბათუმელები/ნეტგაზეთი;
  • რადიო WW;
  • აჭარა თაიმსი;
  • მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“;
  • რადიო „მარნეული“; 
  • სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდი|TOK ;
  • ქართლის ამბები;
  • ჩემი ხარაგაული;
  • ტვ კავკასია;
  • ტაბულა;
  • ტვ პირველი;
  • Artarea;
  • რადიო ქალაქი;
  • On.ge;
  • სტუდია „მონიტორი“;
  • „ინფო იმერეთი“;
  • BMG (Business Media Georgia);
  • ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი;
  • ფორმულა;
  • სამხრეთის კარიბჭე;
  • ქუთაისიპოსტი;
  • ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი;
  • პროექტი 64;
  • პუბლიკა;
  • Chai Khana;
  • მაუწყებელი;
  • აი, ფაქტი;
  • გურიის მოამბე;
  • აქცენტი;
  • OC Media;

ვახო სანაია “ოცნების” პოლიციამ გუშინ დილით 18 ოქტომბრის აქციაზე რუსთაველის გამზირის “ხელოვნურად გადაკეტვის” საბაბით დააკავა.

მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ