ანკა ჯობავა: არასდროს არ ინანებს, იმიტომ რომ კარგი მოქალაქეა! კარგი ადამიანი და მეგობარია!!!

ანკა ჯობავა:
“მთელი ცხოვრებაა სამართალს ვეძებ, ჩემი ფეხით დავდივარ საჩივრების ასაღებად. გასულ წელს გდდს თანამშრომლებმა რომ მცემეს მაშინაც მივედი და მოვითხოვე სამართალი. ახლაც ამას ვითხოვ, მარტო იმიტომ რომ ვცდილობ კარგი მოქალაქე ვიყო. ამ ყველაფრის ერთადერთი მიზეზი არის ის რომ დაგვაშინოთ და კარგად დაიმახსოვრეთ არავის თქვენი არ ეშინია!”
აი ეს თქვა ჩემმა ძმამ დღეს სასამართლოზე. ამ პროცესზე საშუალო სტატისტიკურმა “პროკურორებმა” ნივთმტკიცებად საერთოდ სხვა დღის ვიდეო მოიტანეს და თქვეს რომ ლევანი 18 ოქტომბერს აქციაზე 20:37 წუთზე მივიდა. ამ დროს ნაფეტვრებში იყო, ამას არაერთი მოწმე ყავს. არც ვიდეო ჩაითვალა მისაღებად და იცით რა მოხდა, ზუსტად სამ წუთში ე.წ პროკურორი მობრუნდა და თქვა რომ 20:37 არ უხსენებია.
ლევანი 14 დღით დააკავეს, აი ეს არის ქოცური სამართალი.
იქ, იმ დარბაზში, განსაკუთრებით იგრძნობა უსამართლობა და რეჟიმის დამქაშების გაუნათლებლობა.
მომდევნო 14 დღე ვერ ნახავს დემეტრეს, ვერც ცოლს, ვერც ოჯახს, ვერც მეგობრებს. აი ეს არის ქოცური დასჯა. მთელი პროცესი დედას ანიშნებდა გაიღიმე და თავი მაღლა აწიეო.
მთელი გზაა ვფიქრობ ნეტა ახლა რას აკეთებს, ნეტა ახლა რას ფიქრობს. ბევრ რამეზე იფიქრებს იმ ოთხ კედელში, ბევრჯერ მოენატრება ლიმონი. გამოვა და იმასაც ნახავს რამდენი ადამიანი უდგას მხარში, ან რამდენმა ადამიანმა ჩაიგუბა პირში წყალი.
მაგრამ არასდროს!!! არასდროს არ ინანებს, იმიტომ რომ კარგი მოქალაქეა! კარგი ადამიანი და მეგობარია!!!
რომ შემეძლოს, დაუფიქრებლად გავივლიდი მაგასთან ერთად ამ 14 დღეს! ისე ძალიან მიყვარს მეტი რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაზე!

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად