კახა კინწურაშვილი: ყოველ დღე მოიპარავენ რუსთაველზე მდგომ ადამიანებს! ყოველ დღე მოგპარავენ იმედს და როცა მიხვდები, რომ რუსთაველი აღარ გადაიკეტა…

„ყოველ დღე მოიპარავენ რუსთაველზე მდგომ ადამიანებს!
ყოველ დღე მოგპარავენ იმედს და როცა მიხვდები, რომ რუსთაველი აღარ გადაიკეტა შვებით ამოისუნთქებ, რადგან დასაკარგიც აღარაფერი გექნება!
ფრთხილი სიმხდალე იქნება ერთადერთი თავშესაფარი!
თვალს ვერ გაუსწორებ დედის მოლოდინში ციხის კარებთან მდგარ ბავშვს და იმათ შვილებს მოეფერები, ვინც გონიერება გამოიჩინა ავბედობისას!
ტკბილად იძინე, სანამ სიზმრებში კარებს შემოგიმტვრევენ!“, — წერს მსახიობი, კახა კინწურაშვილი სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: მაშინ როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად არის გაზრდილი ურთულესი დაავადებები პატარა ბავშვებში, მაშინ როცა ათასობით პატარა და მათი მშობელი უკურნებელ სენს ებრძვის, ვიღაც ჩლიქოსნები ბედავენ და ჭამენ, ხრავენ, პარსავენ ქვეყანას