ჟურნალისტი თამო კეშელავა:
4 ოქტომბერს გავიმარჯვეთო და ქოცო, 70 წლის კაცი რომ გამოდის სახლიდან ქუჩაში, შენთან საბრძოლველად, რანაირად გაიმარჯვე?
სიმსივნიანი, გაჭირვებული კაცი რომ გამოდის გარეთ, ქუჩაში, სახლში გაგიშვას მაგისთვის, რანაირად გაიმარჯვე?
თუ გაიმარჯვე 6 წლის ბავშვს რატომ გამოგლიჯე და დაატუსაღე?
თუ გაიმარჯვე, აბიტურიენტი და სტუდენტი ბავშვები რატომ ჩაყარე ციხეში?
თუ გაიმარჯვე, კაცმა, სიმსივნიანი შვილი რატომ დატოვა და რატომ გამოვიდა ქუჩაში?
ექიმი რატომ დააკავე ასეულობით სპეცრაზმელით?
გამარჯვებული თუ ხარ, ჟურნალისტებს რატომ დასდევ ქუჩა–ქუჩა? სანაია რატომ დაიჭირე? როგავა რატომ სცემე?
გამარჯვებული თუ ხარ, ლაშა ჩხარტიშვილი დედის ორმოცზე და გიორგი ახობაძე დედის გასვენებაზე რანაირად არ მიუშვი?
გამარჯვებული თუ ხარ, ეს კანონები ასე პანტა–პუნტად ვისთვის მიიღე? გამარჯვებულებისთვის?
რასაც აკეთებ, ყველაფერი დამარცხებისთვის განწირული, მორალურად დამარცხებული, შეშინებული ადამიანის ქცევაა და შუბლზეც რომ გაიკეთო ტატუ – გავიმარჯვეო – “საქმემან შენმან” გამოგაჩინა…