რატომ გაუბედა ივანიშვილმა აწ უკვე რომანოვად გვარშეცვლილ ფარცხალაძეს სახლის ჩხრეკა? – რას წერს ?

ეკონომისტი, ყოფილი პარლამენტარი წერს:
,,ღარიბაშვილმა და ეროვნულმა ბანკმა რუსეთის ოფიციალურ აგენტს, ფარცხალაძეს მისცა დრო დასანქცირების შემდეგ ფული გაეტანა რუსეთში, ხოლო უძრავი ქონება, ბიზნესები და ეზოში განთავსებული კერძო ეკლესიაც კი გადაეფორმებინა ოჯახის წევრებზე. ამისთვის ეროვნულმა ბანკმა სპეციალური განკარგულებაც კი გამოსცა.
რატომ გაუბედა ივანიშვილმა აწ უკვე რომანოვად გვარშეცვლილ ფარცხალაძეს სახლის ჩხრეკა და სავარაუდოდ, საქმის აღძვრა, გაირკვევა სულ მალე. მიზეზი ძალიან სერიოზული უნდა იყოს. თავის აგენტებს ცივ ნიავს რომ არ აკარებს, ეს კარგადაა ცნობილი.
ვაფრთხილებდით ეროვნულ ბანკს, არ ჩაედინა ეს. რაც ხდება ახლა, არც მათზე აისახება კარგად. ვერ უშველით ის ფაქტი, რომ სანქციებისგან ფარცხალაძის თავის არიდების დოკუმენტი ეროვნულმა ბანკმა მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობის უფროსის, ირაკლი კობახიძის საჯარო მოწოდების შემდეგ გამოსცა. ეს ის ირაკლი არა არის, ეს უკვე ბასრი იარაღია “იმ ბრძენი კაცის” ხელში, როგორც “რაც გინდა დაუძახე” კაცი იტყოდა.“

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას

სააპელაციო სასამართლომ ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა