თამარ ბუჩუკური: მიხა ხელაშვილის მკვლელობა გამახსენდა, ბოლშევიკებმა დედის დასაფლავებაზე რომ შეიპყრეს და დახვრიტეს… ჩასაფრება რომ მოუწყვეს – დედის ჭირისუფლად უთუოდ მოვაო…

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
მიხა ხელაშვილის მკვლელობა გამახსენდა, ბოლშევიკებმა დედის დასაფლავებაზე რომ შეიპყრეს და დახვრიტეს… ჩასაფრება რომ მოუწყვეს – დედის ჭირისუფლად უთუოდ მოვაო…
სასაფლაოზე მიდიოდა, ალბათ სანთლები მიჰქონდა და როგორც ქრიატიანი, გულში დედის სულის მოსახსენიებელ ლოცვებს კითხულობდა… ალბათ, გზად ყვავილების ლამაზი თაიგულიც უნდა ეყიდა და დედის საფლავზე აეტანა… დღეს, მისი გარდაცვალებიდან მე-40 დღეა… გზად ჩასაფრებული მილიცია დაეწია და დააპატიმრეს, განა მძიმე დანაშაული ან გამოუსწორებელი რამ მოხდა?! გზა თუ გადაკეტა ოდესმე, მხოლოდ ამისთვის არ გაუშვეს მწვალებლებმა დედის ორმოცზე ლაშა ჩხარტიშვილი.
ჩვენს რუსებს ქრისტიანობა მხოლოდ საეკლესიო დღესასწაულებზე გრძელი კელაპტრებით ხელში პოზიორობისთვის ახსენდებათ, მაღალი იერარქი სასულიერო პირების “ლოცვა” და მათი ლობისტობა საერთოდ ახალი ტრენდია და ბიუჯეტის ქურდებისთვის მძიმე წონიანი, მაღალი სინჯის ოქროს დიდი ჯვრების დაგროვება თანამედროვე ქრისტიანობის გამოვლინება ყოფილა… ქართული გლოვის ტრადიციულობა და ხსოვნის გრძელი სადღეგრძელოები ხომ ამ კაცუნების ჰობია?! ჰოდა, ამ ფარისეველთა ბოგინი საქართველოში და კაცუნების საქართველო როგორი შესაგუებელია ნახავს რეჟიმი, რომელიც ღარიბაშვილ-ლილუაშვილის მოპარული ფულით ნაყიდ დიდი ჯვრების “მადლის” იმედზე დარჩება…

ასევე დაგაინტერესებთ