ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ბენიამინ ნეთანიაჰუს წინადადება ღაზაში ომისთვის სახელის ცვლილებაზე

ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ს წინადადება ღაზაში ომისთვის სახელის ცვლილებაზე
ს მთავრობამ დიდი უმრავლესობით დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინადადება ღაზაში მიმდინარე ომისთვის სახელის ცვლილების შესახებ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ომს სიმბოლურად „აღორძინების ომის“ სახელი მიენიჭება.
„დღეს მთავრობას წარვუდგენ წინადადებას ომს ოფიციალური, მუდმივი სახელი მიენიჭოს – „აღორძინების ომი“. ორი წლის ბრძოლის შემდეგ, ჩვენ გვახსოვს, როგორ დავიწყეთ. 7 ოქტომბრის საშინელი კატასტროფის შემდეგ ჩვენ აღვსდექით“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ინიციატივის დამტკიცებამდე.