ერავანში დაიკარგა წარმოშობით ჩეჩენი ქალი, აიშატ ბაიმურადოვა – რომელიც ოჯახში ძალადობას იყო გამოქცეული და ერთ-ერთი უფლებადამცველი ფონდის დახმარებით სარგებლობდა. ქალის მეგობრები შიშობენ, რომ იგი გაიტაცეს და ძალით დააბრუნეს სახლში.
მეზობლებმა აიშატი უკანასკნელად ნახეს 15 ოქტომბერს – იგი ინსტაგრამით გაცნობილ ქალ მეგობართან შესახვედრად წავიდა და აღარ დაბრუნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სოციალურ ქსელებში ახალგაზრდა ქალის გამომწერებს შორის იყვნენ “კადიროვის გარემოცვის წევრები” – წერს დანილ ჩებიკინი, ომსკელი აქტივისტი, რომელიც ამჟამად ერევანში ცხოვრობს. ვისზეა კონკრეტულად საუბარი დაზუსტებული არ არის.
სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არც ბაიმურადოვა პასუხობს და არც მეგობარი, რომელსაც ის უნდა შეხვედროდა – იუწყება ჯგუფი “СК SOS”.
ბაიმურადოვას მეგობრებმა პოლიციას მიმართეს მისი გაუჩინარების თაობაზე.
ფორუმი




