რესპუბლიკელმა გუბერნატორებმა რამდენიმე შტატში ეროვნული გვარდიის მობილიზების ბრძანება გასცეს

აშშ-ში დაგეგმილია საპროტესტო აქციები სახელწოდებით – „მეფეების გარეშე“. აქციებისთვის რესპუბლიკელმა გუბერნატორებმა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე შტატში ეროვნული გვარდიის მობილიზების ბრძანება გასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დემონსტრაციები -ის მასშტაბით 2 500-ზე მეტ ადგილზე გაიმართება. მათივე თქმით, ივნისში გამართულ ბოლო საპროტესტო აქციაზე – „მეფეების გარეშე“ ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.
დემონსტრაციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია ს „ავტორიტარიზმს“ დაუპირისპირდება.
მედიის ცნობით, ტრამპის მომხრეები დემონსტრანტებს „ანტიფას“ მოძრაობას უკავშირებენ.
ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა გაააქტიურა შტატის ეროვნული გვარდია ოსტინში. ებოტის თქმით, ჯარისკაცები საჭირო იქნება „„ანტიფასთან“ დაკავშირებული დემონსტრაციის“ გამო. ამასთან, ვირჯინიის გუბერნატორმა, გლენ იანგკინმა გასცა ბრძანება შტატის ეროვნული გვარდიის გასააქტიურებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox Business-თან ინტერვიუში დაგეგმილი აქციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მეფე არ არის.
„ისინი მე მეფეს მეძახიან, მე მეფე არ ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.