მართალია და ვფიქრობ, იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით – საქმე პუტინშია, რადგან ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია

დონალდ ტრამპი მართალია და ვფიქრობ, იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, -ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით და -ის პრეზიდენტი მართალია. იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ვართ. ამის შეჩერება მნიშვნელოვანია და შემდეგ [ომის დასრულებაზე] საუბრის დაწყება. მაგრამ, საქმე პუტინშია, რადგან ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სა და რუსეთს შორის ომი „ბრძოლის ხაზზე უნდა გაჩერდეს“.
„ბრძოლის ხაზზე გაჩერდით და ორივე მხარე სახლებში დაბრუნდით, შეწყვიტეთ მკვლელობები. ახლავე ბრძოლის ხაზზე შეჩერდით. პრეზიდენტ ზელენსკის ეს ვუთხარი. პრეზიდენტ პუტინსაც ეს ვუთხარი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.