დონალდ ტრამპი – გვირჩევნია, რომ ს Tomahawk-ები არ დასჭირდეს, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს

გვირჩევნია, რომ ს Tomahawk-ები არ დასჭირდეს, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ სთან ერთად მედიასთან საუბარში განაცხადა.
„არ ვიცი მას [პუტინს] მაგიდასთან რა დასვამს. ვფიქრობ, რომ შეთანხმების მიღწევა სურს, სულ ესაა. არ ვიცი რა მოიყვანს [მაგიდასთან]“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, Tomahawk „ძალიან საშიში იარაღია, წარმოუდგენელი იარაღია. ომი თუ მოგწონს – ეს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტია“.
„საოცარი, ძალიან ძლიერი იარაღია, მაგრამ ძალიან საშიში იარაღია და ამას შეიძლება დიდი ესკალაცია მოჰყვეს, ბევრი ცუდი რამ შეიძლება მოხდეს. Tomahawk-ები დიდი ამბავია“, – განაცხადა ტრამპმა.
-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის და ზელენსკი Tomahawk-ებზეც ისაუბრებენ, „მაგრამ გვირჩევნია Tomahawk-ები არ დასჭირდეთ, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს“.