“მოსთხოვეს სალაროს შევსება და ესენი გაჯიუტდნენ” – ხუხაშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკაზე

ანალიტიკოსი ოცნების გუნდის ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკაზე საუბრისას, ტვ პირველთან, ამბობს:
“მოსთხოვეს სალაროს შევსება და ესენი გაჯიუტდნენ. რაღაც თანხა მოსთხოვეს, როგორც ჩანს, ეს თანხა არ მოიტანეს და ბანალური სპეცოპერაცია მიდის. მერე, ს, გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინას ერთადერთ მემკვიდრედ უნდა, რომ დარჩეს, მის ირგვლივ ველის მოსუფთავების პირდაპირი არგუმენტი აქვს და ამ გზას მიჰყვება ახლა. მე არ მჯერა, რომ ფარცხალაძე, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ბიძინას წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებაში იყვნენ ჩართულები”, – ამბობს ხუხაშვილი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დღეს დილიდან ჩხრეკა ჩატარდა საქართველოს ექს-პრემიერის, ს, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლებში.