იური უშაკოვი – ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„გუშინ, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დასრულებისთანავე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები შეკრიბა და მათ ამერიკელ კოლეგასთან მოსაზრებების გაცვლის შინაარსი დეტალურად გააცნო“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, პრეზიდენტებმა განიხილეს ახალი სამიტი, რომელიც, სავარაუდოდ, ბუდაპეშტში გაიმართება. უშაკოვის ინფორმაციით, შეხვედრის დრო საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ერთობლივი მუშაობის შედეგად გაირკვევა.
უშაკოვის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის საკითხს დაუთმეს. მისი მტკიცებით, პუტინმა ხაზი გაუსვა რუსეთის ერთგულებას კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მიმართ და სიტუაცია დეტალურად შეაფასა.
„მათ ასევე განიხილეს უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების შესაძლო მიწოდების საკითხი. საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს იარაღი ბრძოლის ველზე სიტუაციას არ შეცვლის, მაგრამ სერიოზულად დააზიანებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს“, – აღნიშნა უშაკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან