გრიგოლ გეგელია – უნდა გვესმოდეს, რომ განათლების რეფორმაზე საუბრობს არა კირ სტარმერი ან შოლცი, არამედ კობახიძე, რომელიც ტერორისტული რეჟიმის პირველი პირია, ამიტომ გასაგებია, რა არის მიზანი – ვხედავ პოლიტიკური წმენდის ძალიან დიდი რისკს

უნდა გვესმოდეს, რომ განათლების დაანონსებულ რეფორმაზე საუბრობს არა კირ სტარმერი ან შოლცი, არამედ ირაკლი , რომელიც ტერორისტული რეჟიმის პირველი პირია – მას საკუთარი მოტივაციები გააჩნია და ყველაფერ სხვას სწორედ ამ მოტივაციებს დაუქვემდებარებს, – ასე ხედავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების პერსპექტივას „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია.
როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ერთია საკითხს იმ კუთხით შეხედო, თუ რა სჯობს საქართველოს განათლების სისტემისთვის და მეორეა, გაიაზრო, რომ ამას აკეთებს.
გეგელიას თქმით, „როცა რაღაცას კობახიძე აკეთებს, გასაგები ხდება, რა მიზანი აქვს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“.
„სრულ რეფორმას ჯერ არ ვიცნობ. რაც დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრს ვუსმინე, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სრული კონცეფცია დავინახო.
იყო რამდენიმე სწორი აქცენტი. ირაკლი კობახიძეს სწავლების გამოცდილება აქვს. მეც მაქვს სწავლების გამოცდილება და ბევრი რამ, რაზეც ის საუბრობს, არის აშკარა ჭეშმარიტება ბევრისთვის აკადემიურ სივრცეში. მეორეს მხრივ, პოლიტიკური წმენდის ძალიან დიდი რისკი დავინახე. ეს არ ეხება ჩვეულებრივ რეჟიმსა და ჩვეულებრივ პრემიერ-მინისტრს. პირი, რომელიც განათლების რეფორმაზე მშვიდი და ნატიფი ხმით საუბრობს, ტერორისტული რეჟიმის პრემიერ-მინისტრია, რომელიც რუსულ ავტოკრატიას ემსახურება. მისი მიზანია ამ ქვეყანაში პროდასავლური აზრის გაქრობა და კრიტიკული ხმის გაჩუმება – კობახიძის საქართველოში კრიტიკული ხმა არ უნდა არსებობდეს.
რაც ყველაზე მთავარია, დავინახეთ, რომ ე.წ. ბოლონიის პროცესის იდეალებს და სტანდარტებს უპირისპირდება. ეს რეჟიმი სადაც ახერხებს, ყველგან დასავლურ სტანდარტს, დასავლურ ეთიკას და დასავლეთში მიღებულ წესს უპირისპირდება. აქ ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ ერთით მეტგან იქნას მოკლული დასავლური სტანდარტი.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აკადემიური თანამდებობები გასტაბილურდეს და აკადემიურ თანამდებობებზე ხანგრძლივი ვადით შერჩეული პირები იყვნენ, რომლებიც ერთ აკადემიურ სივრცეში იმუშავებენ, ამ აკადემიურ სივრცეში შექმნიან ცოდნას და წარმოდგენილი იქნებიან სტაბილურად. ობიექტურად აკადემიური სივრცის განვითარებისათვის ეს არის მნიშვნელობანი. ამ მხრივ საქართველოში საქმე კარგად არ არის და ეს შესაცვლელია, რადგან ზოგადად, ძალიან ცუდია, როცა ადამიანს ოთხ-ხუთ უნივერსიტეტში მუშაობა და თითო-თითო კურსის წაკითხვა უწევს. ამ საკითხს კონკრეტულად თუ შევხედავთ, ირაკლი კობახიძე სათავისოდ გამოიყენებს.
მე ცუდს წარდგენილ ინიციატივებში არ ვეძებ, ცუდს იმ კაცში ვხედავ, რომელიც ინიციატივას წარადგენს. ვიცით, ირაკლი კობახიძე რასაც გააკეთებს და ეს არის საფრთხის შემცველი.
ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც ყველგან აჩუმებს კრიტიკას, დასდევს ნიღბებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს და თავისუფალ აზრს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
გეგელია ამავე კონტექსტში ხედავს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალება.
გეგელიას აზრით, აღნიშნული კანონით ქვეყანაში დიქტატურა წესდება.
„გელა გელაძე, რომან ქარცივაძე, გივი მიქანაძე, , დავით სონღულაშვილი, ნათია თურნავა, მაკა ბოჭორიშვილი, ნინო ენუქიძე, მამუკა ბახტაძე, ანზორ ბოლქვაძე, , თენგიზ შარმანაშვილი, სავალან მირზოევი, , გოგა ხაინდრავა – ამათ აკრძალავენ? ესენი მაშინდელი ენმ-ის თვალსაჩინო წარმომადგენლები, მხარდამჭერები და დონორები იყვნენ. ეს ხალხი გადამკვდარი იყო მიშა სააკაშვილზე და ახლა ამათ ვინმე და რამე უნდა აკრძალონ?!
პარტიების აკრძალვა ქვეყანაში დიქტატურის დაწესებაა – რომელი პარტიაც არ უნდა იყოს ეს! პარტიის საქმიანობისთვის კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება დემოკრატიაში არ ხდება. დემოკრატიაში პარტიას კოლექტიურ პასუხისმგებლობას ხალხი უწესებს ხმის არმიცემითა და არარჩევით. ამას სისტემა არ შვება! როდესაც სისტემა აკეთებს, ეს უმძიმესი პრეცედენტი და დიქტატურაა.
რეჟიმი, რომელიც პარტიებს კრძალავს, არის დიქტატურა! აკრძალონ – ეს არის „ლელოს“ პასუხი!
ჩვენ რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ, მაგრამ ეს აკრძალვები როგორ დაუბრუნდებათ ბუმერანგივით და რა უკუშედეგს მისცემს მათ, ამას სულ მალე ვიხილავთ!
ხაინდრავამ მე უნდა ამკრძალოს?! მირზოევმა და ვოლსკიმ ირაკლი კუპრაძე უნდა აკრძალოს?! – კარგად გვახსოვს, სააკაშვილის ყურმოჭრილი ვასალები აქეთ-იქეთ მის სიტყვაზე რომ დარბოდნენ“, – განაცხადა განაცხადა გეგელიამ.