პიტერ სიიარტო აშშ-რუსეთის სამიტზე – ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს – მზადება მიმდინარეობს

უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, უნგრეთი მზადაა, ს სამიტს უმასპინძლოს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს.
„უზრუნველვყოფთ ყველა პირობას პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის, რათა საბოლოოდ დაბრუნდეს მშვიდობა ევროპაში. ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს – მზადება მიმდინარეობს“, – წერს სიიარტო.
აშშ-რუსეთის სამიტისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც გაავრცელა.
„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს. უნგრეთი მშვიდობის კუნძულია!“-დაწერა ორბანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. მისი ინფორმაციით, შეხვედრა უნგრეთში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს – ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს