ლევან ალაფიშვილი – მიმდინარე პროცესი არის სრულად პოლიტიკურად მოტივირებული და სცილდება კონსტიტუციის ჩარჩოსა და დემოკრატიის სტანდარტებს

პარტიების აკრძალვის ხელისუფლების ინიციატივაზე, ასევე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე და იმაზე, სავარაუდოდ, ეს ინიციატივები როგორ აისახება პოლიტიკურ ცხოვრებაზე „ინტერპრესნიუსი“ იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, მმართველი გუნდის მხრიდან დაანონსებული პარტიების აკრძალვის ინიციატივაზე საკმაოდ ბევრი ითქვა, მაგრამ, რადგან თემა აქტუალობას არ კარგავს, ამ ინიციატივების სამართლებრივ საკითხებზე გვინდა გესაუბროთ.
ხელისუფლების წარმომადგენებლების თქმით, სავარაუდოდ, პარტიების აკრძალვა 10-მდე პარტიას შეეხება, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით „ნაცმოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული. პოლიტიკის ისტორიას, მათ შორის საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას ახსოვს პარტიების აკრძალვა. მაგრამ, გაუგებარია, თუ რა ურთიერთობა ექნება ხელისუფლებას იმ მოქალაქეებთან, ვინც ამ პარტიებს ხმას აძლევდა.
როგორც ჩანს, პარტიების დაანონსებული აკრძალვის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მას შემდეგ მიიღებს, როცა ამგვარი სარჩელით მას „ქართული ოცნების“ დეპუტაცია მიმართავს, მაგრამ, აქაც სამართლებრივად მოქალაქეებთან მიმართებაში ბევრი რამ რომ მკაფიო ვერ იქნება, ფაქტია. თუ რა არაა ცხადი, ამ თემებსაც შევეცდებით შევეხოთ.
თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ინიციატივას პარტიების აკრძალვის სამართლებრივ ასპექტებს?
– საკითხზე მსჯელობისას უნდა გავითვალისწინოთ წინაისტორია და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებები. კერძოდ, ჯერ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მერე ე.წ. გამოძიება და პოლიტიკურ ოპონენტების დასჯა კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, შემდეგ, 2012 წლამდე მმართველი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის დაანონსება, ახლა კი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის ცვლილება იმისთვის რომ მმართველ პარტიას გაუადვილდეს პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორება, პარალელურად ასაკრძალად მოაზრებული პარტიების სიის გაცხადება და ბოლოს საკონსტიტუსიო სასამართლოსთვის წარსადგენი სარჩელის მომზადება.
არ უნდა გაჭირდეს იმის დანახვა, რომ მიმდინარე პროცესი არის სრულად პოლიტიკურად მოტივირებული და სცილდება კონსტიტუციის ჩარჩოსა და დემოკრატიის სტანდარტებს.
რაც შეეხება საკითხის სამართლებრივ მხარეს. საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც არაერთი საერთაშორისო აქტი აღიარებს და იცავს მოქალაქის გაერთიანების უფლებას, მათ შორის უფლებას გაწევრდეს პოლიტიკურ პარტიაში ან სხვებთან ერთად დააფუძნოს პოლიტიკური გაერთიანება. კონსტიტუცია და საერთაშორისო აქტები არ უშვებს ამ უფლების ჩამორთმევას.
ძირითადი უფლების განუსაზღვრელი ვადით ან სამუდამოდ შეზღუდვა კი სწორედ უფლების ჩამორთმევას წარმოადგენს. მმართველი პარტია მოქალქეებს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით აღიარებული და გარანტირებული გაერთიანების უფლების ჩამორთმევას გეგმავს, ამისთვის ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს, ანტიკონსტიტუციურს.
მმართველი პარტია მოქალქეებს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით აღიარებული და გარანტირებული გაერთიანების უფლების ჩამორთმევას გეგმავს, ამისთვის ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს, ანტიკონსტიტუციურს
უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლება იმსჯელოს და გადაწყვიტოს კონკრეტული პარტიის კონსტიტუციიურობის საკითხი და თუ პარტიის საქმიანობას კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გამოაცხადებს („აკრძალავს“), მასვე შეუძლია ამ პარტიის სახელით არჩეულ პარლამენტის თუ საკრებულოს წევრებს შეუწყვიტოს უფლებამოსილება.
მმართველი პარტია მიღებული კანონით სწორედ აფართოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, ანიჭებს პარტიის ნებისმიერი წევრის გაერთიანების უვადოდ ჩამორთმევის უფლებას და ამითაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
როგორც შეგვიძლია დავინახოთ, საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს პარტიის სხვა წევრების მიმართ რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. თავად კონსტიტუცია არ უშვებს, რომ კანონით გაფართოვდეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, მანდატი.
ამდენად, მმართველი პარტია მიღებული კანონით სწორედ აფართოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, ანიჭებს პარტიის ნებისმიერი წევრის გაერთიანების უვადოდ ჩამორთმევის უფლებას და ამითაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
– ამ თემაზე მსჯელობისას თქვენ სოციალურ ქსელში აღნიშნეთ, რომ „კონსტიტუცია მოქალაქეს ამა თუ იმ პარტიაში გაწევრებას უფლების, ან ჩამორთმევის უფლების შესაძლებლობას არ უშვებს.“
თქვენ ასევე ყურადღებას ამახვილებთ იმაზე, რომ კონკრეტულ მოქალაქეს, „კონკრეტული აკრძალული ქმედებისთვის შეიძლება სასამართლომ შეუზღუდოს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის (პოლიტიკურისაც) უფლება გარკვეული ვადით.“
მაგრამ, გაუგებარია პარტიების აკრძალვამ ეს როგორ შეიძლება დაარეგულიროს? პრაქტიკულად, ეს ხომ ძალიან ძნელია?
– გაერთიანების უფლება შეიძლება შეიზღუდოს თავად კონსტიტუციით ან კანონით და სასამართლოს მიერ. გასაგებად, მაგალითებზე ავხსნი ამ ორ შემთხვევას.
პირველი – საქართველოს კონსტიტუცია სამხედრო მოსამსახურეს უკრძალავს პოლიტიკური პარტიის წევრობას ან პარტიულ საქმიანობას, ანუ თავად კონსტიტუციამ შეზღუდა უფლება, ოღონდ გარკვეული ვადით, ვიდრე სამხედრო მოსამსახურე მიაღწევს სამხედრო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს და შეუწყდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. ამის შემდეგ, მოქალაქეს შეუძლია გაწევრდეს პარტიაში ან მიიღოს აგიტაციაში თუ სხვა პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
რაც შეეხება შეზღუდვის მეორე შემთხვევას. სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელის ასეთ სახეს – თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. კონკრეტულ ადამიანს, რომელიც ჩაიდენს კონკრეტულ კანონით აკრძალულ ქმედებას და სასამართლო გამოძიებით და განაჩენით ცნობილ იქნება დამნაშავედ, სასამართლო სასჯელად მიუსჯის საქმიანობის თუ თანამდებობის დაკავების უფლებას.
ოღონდ ეს სასჯელით ვადით არის განსაზღვრული, სასამართლოს შეუძლია მაქსიმუმ 5 წლით შეუზღუდოს მსჯავრდებულს საქმიანობის თუ თანამდებობის დაკავების უფლება.
როგორც შეგვიძლია დავინახოთ ორივე შემთხვევაში გაერთიანების უფლება დროით არის განსაზღვრული, ის არ არის მუდმივი. ამასთან, სავალდებულოა სასამართლო კონტროლი. მმართველი პარტიის ინიციატივა მოქალაქეს უვადოდ უზღუდავს პოლიტიკური საქმიანობის უფლებასა და საშუალებას და გამორიცხავს სასამართლო კონტროლს, რაც ასევე ანტიკონსტიტუციურია.
მმართველი პარტიის ინიციატივა მოქალაქეს უვადოდ უზღუდავს პოლიტიკური საქმიანობის უფლებასა და საშუალებას და გამორიცხავს სასამართლო კონტროლს, რაც ასევე ანტიკონსტიტუციურია
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი კონსტიტუციური უფლების დარღვევა. მიღებული ცვლილებებით პარტიის წევრებს ერთმევათ დაცვის უფლება. პრეზიდენტის, მთავრობის ან პარლამენტის წევრების მიერ პარტიის აკრძალვის კონსტიტუციური სარჩელის წარდგენისას მოპასუხე მხარე არის და პროცესში მონაწილეობს ის პარტია, რომლის აკრძალვაც იქნება მოთხოვილი.
პარტიის წევრი არ გამოდის მხარედ, იგი არ არის მოპასუხე რაც ნიშნავს, რომ არ ექნება შუამდგომლობების გაცხადებისა თუ სხვა საპროცესო უფლებები რომელიც გაერთიანებულია დაცვის უფლებაში.
საბოლოოდ გამოდის, რომ მიღებული ცვლილებების შემდგომ პარტიის წევრების ბედს, მისი გაერთიანების უფლებას მის უკითხავად გადაწყვეტენ, მისი მონაწილეობის გარეშე განიხლავენ, მისი საქმიანობისა თუ წვლილის გათვალისწინების გარეშე აუკრძლავენ პარტიულ საქმიანობას უვადოდ.
მიღებული ცვლილებების შემდგომ პარტიის წევრების ბედს, მისი გაერთიანების უფლებას მის უკითხავად გადაწყვეტენ, მისი მონაწილეობის გარეშე განიხლავენ, მისი საქმიანობისა თუ წვლილის გათვალისწინების გარეშე აუკრძლავენ პარტიულ საქმიანობას უვადოდ
– პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერების მტკიცებით, მოქალაქეებისთვის თანამდებობის დაკავების უფლება იმის გამოც იქნება პრობლემური რომ დღევანდელი მმართველი გუნდის 2/3 „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს არა თუ აფელირებული იყვნენ „ნაცმოძრაობასთან“, არამედ იმჟამად ხელისუფლებას წარმოადგენდნენ.
ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილის თქმით კი, თუ „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობის“ აკრძალოვა უნდა, კანონი იმათაც უნდა შეეხოს, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებას ფინანსურად ეხმარებოდა და აძლიერებდა, ანუ ბიძინა ივანიშვილს. ასევე იმათაც, ვინც დღევანდელ „ქართულ ოცნებაში“ არიან, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ შემომწირველები იყვნენ.
თუ მიღებულ იქნა კანონი „ნაცმოძრაობისა“ და მათთან აფელირებული პოლიტიკური ჯგუფების აკრძალვის შესახებ, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება ეს კანონი შეეხოს იმ მოქალაქეებს, ვინც 2024 წლის არჩევნებზე სწორედ „ნაცმოძრაობას“ და როგორ ხელისუფლება ამტკიცებს, მათთან აფელირებულ პარტიებს მისცა ხმა და მათი რიცხვი, -ს სტატისტიკით ამომრჩეველთა 46 %-ს შეადგენდა?
– პრობლემა უფრო ღრმა არის, არ არის მხოლოდ პოლიტიკური. შეიძლება ბანალური იყოს, მაგრამ ამ ცვლილებებით შესაძლებელია პოლიტიკური პარტიის წევრობაჩამორთმეული ადამიანის არასრულწლოვანი შვილი გახდეს მისი მსხვერპლი, როგორც დაკავშირებული პირი. მიღებული ცვლილება არ განსაზღვრავს ვინ ითვლება დაკავშირებულ პირად და ნორმის გამოყენებისას ჩინოვნიკს ფართო უფლებამოსილება აქვს საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს იგი.
მიღებული ცვლილება არ განსაზღვრავს ვინ ითვლება დაკავშირებულ პირად და ნორმის გამოყენებისას ჩინოვნიკს ფართო უფლებამოსილება აქვს საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს იგი
თქვენ სწორედ დაინახეთ საკითხის არსი. პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ან რამდენიმე ათეული პოლიტიკური ლიდერის ნეიტრალიზაციის შემდეგ მათი ელექტორატი, სხვა მოქალაქეები ხომ არ გაქრებიან?
პოლიტიკური პარტია მხოლოდ ხელისუფლებაში თ მოსვლის და მოქალაქეთა პოლიტიკური შეხედულებების ირგვლივ გაერთიანების ინსტრუმენტია. ინსტრუმენტის გაუქმებით ეს ადამიანები გააგრძელებენ არსებობასაც და საქმიანობასაც.
– დამკვირვებელთა ნაწილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა პარტიების აკრძალვის შესახებ სხვა არაფერია თუ არა „პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის კანონი“.
სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, – „საქართველო უკვე შესულია ისეთ ფაზაში, როდესაც ავტორიტარიზმის გამყარება ხდება სამართლებრივად, ანუ კანონების მეშვეობით.“
მისივე თქმით, როცა ხელისუფლება ამბობს -„იმოქმედე კანონების შესაბამისად“, ნიშნავს „კანონიერად აღიარე უსამართლობა“. სწორედ ამაშია ავტორიტარული სამართლის პარადოქსი.“
მესმის, რომ პარტიების აკრძალვაზე ამ ტიპის შეფასებები პოლიტიკური შეფასებებია, მაგრამ, რადგან თავად „პარტიების აკრძალვის“ თემაა პოლიტიკური საკითხი, სხვაგვარად ვერც იქნება, სამართლებრივი საკითხის გარდა, პოლიტიკურ შეფასებასაც ვერ ავცდებით. თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის ინიციატივას პარტიების აკრძალვის შესახებ?
– სხვათა შორის, კარგი იქნებიდა ინიციატივის ავტორებს და მხარდამჭერებს გაეთვალისწინებინათ საქართველოს გამოცდილება. 1991 წლის 26 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აიკრძალა საქართველოს კომუნისტური პარტია.
ამის მიუხედავად, დღესაც რეგისტრირებულია კომუნისტური პარტიები, ჰყავთ წევრები და საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი წარმართავდნენ დავას. უფრო მეტიც, კომუნისტური პარტია არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას და თუ სწორედ მახსოვს 3 თუ 4 დეპუტატიც ჰყავდა პარლამენტში.
თუნდაც მხოლოდ ეს მაგალითი კმარა მიღებული კანონის არაგონივრულობის დასტურად. მმართველი პარტია არ რეაგირებს და ინარჩუნებს უზენაესი სასამართლოს მიერ აკრძალულ კომუნისტურ პარტიას და იღწვის დამოუკიდელობის აღდგენის შემდეგ შექმნილი პარტიების აკრძალვაზე. ეს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, დემოკრატიისა და ევროასოცირების გზაზე მდგომი ჩვენი სამშობლოს უახლესი ისტორიის სამწუხარო პარადოქსია.
მმართველი პარტია არ რეაგირებს და ინარჩუნებს უზენაესი სასამართლოს მიერ აკრძალულ კომუნისტურ პარტიას და იღწვის დამოუკიდელობის აღდგენის შემდეგ შექმნილი პარტიების აკრძალვაზე. ეს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, დემოკრატიისა და ევროასოცირების გზაზე მდგომი ჩვენი სამშობლოს უახლესი ისტორიის სამწუხარო პარადოქსია
გავიმეორებ, მიღებული ცვლილებები კონსტიტუციურ გადატრიალებას და დემოკრატიის გაუქმების საფუძვლის მომზადებას შეიძლება შევადაროთ. მისი ამოქმედებით კონსტიტუციური ჩანაწერები დემოკრატიული სახელმწიფოსა და ევროასოცირების თაობაზე ფიქციად იქცევა.
– პარლამენტმა დაჩქარებული წესით სამივე მოსმენით შეიტანა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში.
ხელისუფლების მტიცებით, მიღებული ცვლილებები სრულად შეესაბამება მოქალაქეთა თავისუფალი შეკრების საერთაშორისო პრაქტიკას. ოპოზიციის მტკიცებით კი, „არსებითად იზრდება პოლიციელების უფლებამოსილებები საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.“
მათივე თქმით, მარტო იმის გამო არა, რომ გზის გადაკეტვა, ან ნიღბით აქციაზე ყოფნა დასჯადი ხდება. თქვენ როგორ შეაფასებდით სამართლებრივად საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექში შეტანილ ცვლილებებს და რამდენად შეესაბამება ეს ცვლილებები საერთაშორისო პრაქტიკას?
– მმართველი პარტია ცდილობს ყველა ველზე, პოლიტიკურ ასპარეზზე, მედიაში თუ სამოქალაქო სექტორში გააქროს მისი ოპონირება. ეს კომუნისტური, ტოტალიტარული მიდგომა ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ ხანგრძლივი დროით.
სწორედ მასთან ბრძოლაში იშვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და გაიმარჯვა კიდეც, საქართველო გახდა დამოუკიდებელიმ თავი დააღწია ტოტალიტარიზმს.
მმართველი პარტია ცდილობს ყველა ველზე, პოლიტიკურ ასპარეზზე, მედიაში თუ სამოქალაქო სექტორში გააქროს მისი ოპონირება. ეს კომუნისტური, ტოტალიტარული მიდგომა ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ ხანგრძლივი დროით
პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა, შეკრებებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა თანამედროვე დემოკრატიული სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შეუთავსებელია.
ინიციატორები ვერ დაასახელებენ დემოკრატიულ სახელმწიფოს სადაც ჩვენთან ბოლო პერიოდში ინივირებული და მიღებული შემზღუდველი კანონების ანალოგი, მსგავსი კანონები მოქმედებს.
– ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას წერილი გამოუგზავნა, რომლითაც კომისია „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდისაგან კანონებში „გრანტების შესახებ“ და „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კორექტივების შეტანას მოითხოვს იმის გამო რომ მიღებული კანონები „ძირს უთხრის ევროკავშირის ქვეყნეში მოქალაქეთა თავისუფალი აზრისა და გამოხატვის უფლებას“.
თუ ამ თემაზე მმართველი გუნდის განცხადებებს მივადევნებთ თვალს, ცხადადაც კი ჩანს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას არავი აპირებს. თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზანი ევროკავშირის წევრობაა, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რატომ ეწინააღმდეგება ასე „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკონენდაციების შესრულებას?
– მმართველი პარტია ერთი მხრივ რიტორიკაში აღნიშნავს რომ იგი დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების ერთგულია და ყველაფერს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრებლად, ხოლო მეორე მხრივ, საქმით ყველაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოს.
იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეუძლებელს გახდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას.
მმართველი პარტია საქმით ყველაფერ აკეთებს, რომ ევროპამ გვითხრას მის ოჯახში მიღებაზე უარი, რათა შემდგომ განაცხადოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მან კი არ თქვა უარი, არამედ თავად ევროკავშირმა არ მიგვიღო. ვფიქრობ მარტივი და გამოცნობადი სტრატეგიით თამაშობს მმართველი პარტია.
მმართველი პარტია საქმით ყველაფერ აკეთებს, რომ ევროპამ გვითხრას მის ოჯახში მიღებაზე უარი, რათა შემდგომ განაცხადოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მან კი არ თქვა უარი, არამედ თავად ევროკავშირმა არ მიგვიღო. ვფიქრობ მარტივი და გამოცნობადი სტრატეგიით თამაშობს მმართველი პარტია
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპაზე უარი ავტომატურად გვტოვებს სა და სხვა არადემოკრატიული ქვეყნების მხარეს. ამ მოედანზე კი საქართველოს სახელმწიფოებრიობა განწირულია, იგი ფიქციად, კვაზისახელმწიფოდ იქცევა.
ჩვენ წინაპრებს ამისთვის არ უომიათ, არც მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის სხვა წევრები იბრძოდნენ ამისთვის.
ყველას უპირველესი და სანუკვარი მიზანი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დამკვიდრება იყო. ეს დროშა არ უნდა დავუშვათ, ღირსეულად გავაგრძელოთ არაძალადობრივი ბრძოლა საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნებისთვის და დემოკრატიულ ოჯახში დამკვიდრებისთვის.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპაზე უარი ავტომატურად გვტოვებს რუსეთისა და სხვა არადემოკრატიული ქვეყნების მხარეს. ამ მოედანზე კი საქართველოს სახელმწიფოებრიობა განწირულია, იგი ფიქციად, კვაზისახელმწიფოდ იქცევა
ამ პროცესში მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ ახლებურად გავიაზროთ რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობა, რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ისე ვიმოქმედოთ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. უნდა შევძლოთ, უნდა გადავარჩინოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მომავალი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ