ზაზა ბიბილაშვილი – ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის 5 000 ლარით დაჯარიმება სიშლეგის ზღვარს მიღმაა – გზავნილია, რომ დასავლეთს საქართველოში არაფერი ესაქმება

უნიკალური და უპრეცედენტო რაღაც მოხდა, სიშლეგის ზღვარს მიღმაა, რაც მათ გააკეთეს – ეს არის გზავნილი, რომ დასავლეთს აქ არაფერი ესაქმება , – ასე ეხმაურება „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი -ს მიერ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის 5 000 ლარით დაჯარიმებას.
როგორც ზაზა ბიბილაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, „ქართული ოცნების“ ქმედებები ემსახურება მოკლევადიან პერიოდში ევროპული პერსპექტივის აღკვეთას.
„თუ დავუბრუნდებით რეალობას და მოცემულობას, რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ეს ხელისუფლება სინამდვილეში ს გაგრძელებაა საქართველოში, რუსული ჰიბრიდული ძალაა, მაშინ ყველაფერი ლაგდება. ეს არის რუსული პოლიტიკური ჟესტი. ეს არის გზავნილი, რომ დასავლეთს აქ არაფერი ესაქმება. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ჯარიმას რომ არ გადაიხდის თავისთავად ცხადია. არ გადაიხდის და არ შემოუშვებენ, ანუ, პირდაპირი გზავნილია, რომ თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ.
ჩვენმა წარმომადგენელმა ეუთოში საპროტესტო ნოტა გააგზავნა და ამ მოვლენას გამოეხმაურა რუსეთის წარმომადგენელი ეუთოში და სინქრონში იგივე ილაპარაკა, რომ ეს იყო შიდა საქმეებში ჩარევა და ა.შ. აქ მხარეები გამოკვეთილია, არ არსებობს მესამე მხარე. სადაც „ქართული ოცნება“ დგას, ეს არის რუსული ინტერესები და რუსეთის მთავარი ინტერესია, რომ დასავლეთი აქედან გააძევოს. მეორე მხარესაა ყველა დანარჩენი, ქართველი ხალხი და მთელი სამყარო, ჩვენი მეგობრები ამ სამყაროში.
მიზანია საქართველოდან დასავლეთის გაძევება. დასავლეთს ცხადია ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რომ ქართველ ხალხს ეს არ სურს, მაგრამ მეორე მხრივ ქვედა შრეში მიდის სულ იმ აზრის კულტივირება, რომ „ოცნებას“ რაღაც მხარდაჭერა ხომ აქვს და როდესაც „ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ევროპაში უნდა წამოვიდეს წუხილი, რომ რა გარანტია გვაქვს, რომ ისევ ესენი არ დაბრუნდებიან და ახალი ორბანი არ გვეყოლება ევროკავშირში. რეალურად გრძელი მოქმედების ნაღმია, რომელიც როგორც უახლოეს პერსპექტივაში აღკვეთს ჩვენს ევროპული პერსპექტივას, ასევე საშუალო პერსპექტივაში იმას უზრუნველყოფს, რომ იზრდება „სკეფსისი“ საქართველოს მიმართ იმიტომ, რომ იძახიან, „ქართული ოცნება“ კი არის რუსული ინტერესების გამტარებელი, მაგრამ ვიღაცები ხომ უჭერენ მხარს?“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე “გზის გადაკეტვისთვის” 5000 ლარით დააჯარიმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 14 ოქტომბერს იმყოფებოდა. ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა და პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა.