რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით 626 თავდასხმაგანახორციელეს, აქედან 51 – 2024 წლის იანვრის დასაწყისში, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის ცნობით, რუსების მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების დინამიკა იზრდება და თავდაცვის ძალები, ყოველდღიურად, 10-მდე ასეთ შემთხვევას აფიქსირებენ.
„ყველაზე ხშირად, მტერი იყენებს ყუმბარებს, როგორიცაა K-51, RGR, რომლებსაც ყრიან უპილოტო საფრენი აპარატებიდან, თუმცა გამოიყენება გამაღიზიანებელი ნივთიერების შემცველი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებიც. ასევე საარტილერიო შეტევები ხორციელდება ქიმიურად საშიში ნივთიერებების შემცველი ჭურვებით. 2023 წლის 14 დეკემბერს აღმოაჩინეს ახალი ტიპის სპეციალური გაზის ყუმბარა РГ-ВО, რომელიც შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას CS-ს“, – აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სახიფათო ქიმიკატების გამოყენების 36 შემთხვევა დაფიქსირდა და გაიგზავნა საგამოძიებო მოქმედებებზე რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაზვერვის ჯგუფების მიერ წარმოებული სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში.