როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე
თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპული პლატფორმა “დემოკრატიული სთვის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. ორგანიზაცია EPDE-ი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე 29 “ყალბი” დამკვირვებელი გამოავლინა, რომლებიც, მათივე თქმით, სთვის საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმურობის ილუზიის შექმნაში ეხმარებოდნენ.
ირკვევა, რომ ორგანიზაცია, რომელმაც ეს ანგარიში გამოაქვეყნა, ISFED-ის დაფუძნებულია, “სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე კი ამ ორგანიზაციაშია დასაქმებული.
“ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა ნიჟარაძის ხელმძღვანელობის პირობებში, 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების ცდომილება და გაყალბებული მონაცემები გაიხსენა.
“ერთადერთი, რითაც ამ ქალბატონმა აქამდე თავი დაგვამახსოვრა, არის 2020 წლის არჩევნები, როდესაც მან PVT-ის კვლევების შედეგები გააყალბა. მაშინ მისმა დამსაქმებლებმაც ვერ უარყვეს გაყალბების და შემდეგ ამ გაყალბების დამალვის ფაქტი და იძულებულები იყვნენ, რომ ეს ადამიანი გაეთავისუფლებინათ დაკავებული პოზიციიდან. ახლა, როდესაც ამდენი წლის შემდეგ, ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და, ვფიქრობ, უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როცა მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი შესაძლებლობა არ ჰქონია

უკრაინული ლატარიის კომპანიის მიერ მოგებულმა სასამართლო დავამ ფარდა ახადა ევროკავშირის კურირების ქვეშ უკრაინის მიერ გამოცხადებული სანქციების, როგორც უკანონო პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების მანკიერ პრაქტიკას