ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე ს მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე ს მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა
„ეს ორგანიზაციები შემჩნეულები არიან ტყუილში და დეზინფორმაციის გავრცელებაში,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან “ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის” (EPDE) მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დადებული კრიტიკული დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის დამკვირვებლების საქართველოში არ ჩამოსვლის მთავარი მიზანი იყო, რომ არჩევნების შემდგომ შესაძლებლობა ჰქონოდათ დეზინფორმაციული და მანიპულაციური განცხადებები გაევრცელებინათ. „ეს ორგანიზაციები შემჩნეულები არიან ტყუილში და დეზინფორმაციის გავრცელებაში. ფაქტია, რომ დამკვირვებლები იყვნენ საქართველოში და დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი და ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა. ეუთო/ოდირის დამკვირვებლების არ ჩამოსვლა კი ემსახურებოდა იმას, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ შემდგომში დეზინფორმაციული და მანიპულაციური განცხადებები გაევრცელებინათ. მათ ჩვენ და ჩეხეთმა ერთდროულად მივმართეთ, მაგრამ ჩეხეთში ჩავიდნენ არჩევნების დასაკვირვებლად, საქართველოში კი არ ჩამოვიდნენ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როცა მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი შესაძლებლობა არ ჰქონია

უკრაინული ლატარიის კომპანიის მიერ მოგებულმა სასამართლო დავამ ფარდა ახადა ევროკავშირის კურირების ქვეშ უკრაინის მიერ გამოცხადებული სანქციების, როგორც უკანონო პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების მანკიერ პრაქტიკას