საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?

თუ ბანკთან დაკავშირებული პროცესები შენთვის ჯერ კიდევ დღის განრიგიდან სპეციალური დროის გამოყოფას გულისხმობს, რომელიც აუცილებლად სამუშაო საათებს უნდა დაამთხვიო – მაშინ დროა, შენი განრიგის ნაცვლად, მობილურში ადგილი გაათავისუფლო და მობაილბანკი გადმოწერო.
აპლიკაცია ყველა საბანკო მომსახურებას ერთ სივრცეში გთავაზობს – ნებისმიერ დროს, სადაც არ უნდა იყო, რაც შენთვის ფინანსების მართვას ხელმისაწვდომს და მარტივს ხდის.
საბანკო ანგარიშების მართვა
იმისთვის, რომ თიბისის მომხმარებელი გახდე ფილიალში ვიზიტი აღარ გჭირდება. საბანკო ანგარიშის შექმნას, ფიზიკური ბარათის შეკვეთას, მობილურიდან ბარათის გააქტიურებას და ახალი ბარათით გადახდის დაწყებას მაშინვე შეძლებ. ბარათის დროებით დაბლოკვაც ნებისმიერ დროს, დამოუკიდებლად შეგიძლია- თუ ვერ პოულობ, ან უბრალოდ გაუქმება გადაწყვიტე.
მობაილბანკის გამოყენებას ბანკომატიდან თანხის გამოსატანადაც შეძლებ- იმისათვის, რომ ფიზიკური ბარათი ყოველთვის თან არ ატარო. ხოლო, თუ ბარათის პინ კოდი დაგავიწყდა, მობაილბანკიდან ახალს დააგენერირებ და შეტყობინების სახით წამებში მიიღებ.
გამარტივებული გადახდები
ასევე, წამებშია შესაძლებელი: ელექტროენერგიის, წყლის, ინტერნეტის, მობილურის, სხვა კომუნალურებისა და პარკინგის გადახდა. იმისთვის, რომ ყოველ თვე მონაცემები თავიდან არ შეიყვანო, მობაილბანკს ყოველთვიური ხარჯების ავტომატურ გადახდებად დაყენების ფუნქციონალი აქვს. ასევე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მომენტალურად სრულდება ბანკებს შორის გადარიცხვებიც.
კონვერტაცია და საერთაშორისო გადარიცხვები
თიბისი მობაილბანკი გამარტივებულ პროცესებს სთავაზობს მათაც, ვინც ხშირად მოგზაურობს ან საზღვარგარეთ მუშაობს. ერთი აპლიკაციის დახმარებით, მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ: ვალუტის გაცვლა ფილიალში არსებულ კურსზე უკეთესი შეთავაზებით, უცხოური ვალუტის ანგარიშის გახსნა და ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა.
მიიღე ყველა საბანკო მომსახურებაზე წვდომა მარტივი რეგისტრაციით, სულ რამდენიმე წამში – ფილიალში ვიზიტის, რიგების და სპეციალურად გამოყოფილი დროის გარეშე. გადმოწერე, თიბისი მობაილბანკი Google Play-დან ან App Store-დან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…