„წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, გიჟური შეთანხმებების ციკლით, შევძელი და ბევრი მიმართულებით დავუკავშირე ეროვნული ბიბლიოთეკა ბიზნესს“ – რას წერს გიორგი კეკელიძე

„წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, გიჟური შეთანხმებების ციკლით, შევძელი და ბევრი მიმართულებით დავუკავშირე ეროვნული ბიბლიოთეკა ბიზნესს“ – რას წერს
მწერალი გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლამდე გაკეთებულ სიას აქვეყნებს.
გიორგი კეკელიძე იმედოვნებს, რომ მისი დაწყებული საქმეები გაგრძელდება.
„2011 წლის ერთ საღამოს, კახა ბენდუქიძემ მომწერა: „ეგებ მნახოთ, სასწრაფოდ!“ პირველი ტაქსიში ჩავჯექი, დიდად მოსაუბრე გამოდგა მძღოლი – ბატონი გოგი.. თვეები ლამის ნახევარ ფასად დავყავდი, მე თუ ბიბლიოთეკარი ვიყავი, ეს მისი „ბრალიცაა“ – გიორგი კეკელიძის საოცარი მონათხრობი
„წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, გიჟური შეთანხმებების ციკლით, შევძელი და ბევრი მიმართულებით დავუკავშირე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia ბიზნესს.
ეს პროექტები, იმედი მაქვს, გაგრძელდება სამომავლოდ, რაც მხოლოდ გამახარებს:
პირველი კორპუსის რეაბილიტაცია, მაჩაბლის სამკითხველო დარბაზი – სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company
დამწერლობის მუზეუმი – • Bank of Georgia
ციფრული ფოტომატიანე – Coca-Cola
ემიგრაციის მუზეუმი – Sarajishvili
სოფლის ბიბლიოთეკები, საგანმანათლებო მოძრაობა ,,ეკვილიბრიუმი” – Gulf Georgia
ბიბლიოთეკები ოკუპაციის გამყოფ ხაზთან – საქართველოს ფოსტა / Georgian Post
სკვერის ბიბლიოთეკები, წიგნის ბუდეები – Arveladze Foundation – ფონდი არველაძე Shota Arveladze Achi Arveladze
ბიბლიოთეკები ციხეებში – Biblusi • ბიბლუსი და იუსტიციის სამინისტრო
ქართული ბიბლიოთეკები საზღვარგარეთ – TBC –
ცისფერყანწელების ბაღი (ქუთაისი) – Gardenia shevardnadze
ნიკო კვარაცხელიას სახელობის გემი-სამკითხველო (განმუხური) – ნიკო კვარაცხელიას ფონდი.
დიმიტრი უზნაძის სახელობის მენტალური ჯანმრთელობის კაბინეტი – SEED Georgia
ახალგაზრდული სამკითხველო – Mastercard
დამოუკიდებლობის დარბაზი – BlueTabla • ბლუტაბლა
მიუსაფარი ცხოველების დაცვა – ,,Animal Rescue Gerogia” – ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი თათები • Tatebi
ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-რადიო – “შუხმანი”
უახლოეს მომავალში დაგეგმილი და შეთანხმებულია:
🟢 ვიზიტი ში და უკრაინის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მემორანდუმის გაფორმება🟢 ვიზიტი ლიეტუვაში და ლიეტუვაში ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მემორანდუმის გაფორმება🟢 ვიზიტი ბრიტანეთში და ლონდონში, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მემორანდუმის გაფორმება🟢 ბარსელონაში, დუბლინში, ემპოლიში, ბარიში, რიზეში ქართული წიგნის კუთხეების გახსნა🟢 10 ქალაქში სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობა🟢 100 სოფელში ვიზიტი წიგნებით🌐 უშუალოდ ბიბლიოთეკაში გაიხსნება:🟢 ქართული დამწერლობის მუზეუმი (კვლავ კერძო ბიზნესი)🟢 ნიკო ნიკოლაძის დარბაზი🟢 აფხაზი თავადების – ჩხოტუების დარბაზი🟢 არაყიშვილის კაბინეტიდა გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით უნდა დაიწყოს პირველი კორპუსის რეაბილიტაცია“. – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა