ვიკა ბუკია: ბატონო რაჟდენ, მაინტერესებს ისეთ ღარიბ ქვეყანას, სადაც ადამიანები ნაგავში იქექებიან, რანაირად ყავს მინისტრი, რომელსაც 6.442 ლარიანი ზედა აცვია

ჟურნალისტი :
ბატონო Razhden Kuprashvili, რადგან მშვენიერი და თბილი მიმოწერა გვაქვს, მაქვს იმედი, რომ ამჯერადაც მიპასუხებთ:
გამჭვირვალობა აქვთ ქოცებსო რო იძახით ამ პრაზრაჩნი ბლუზკას გულისხმობთ? თუ რა ფულითაა ნაყიდი იმას? ზაპუტალას.
მაინტერესებს ისეთ ღარიბ ქვეყანას, სადაც ადამიანები ნაგავში იქექებიან, რანაირად ყავს მინისტრი, რომელსაც 6.442 ლარიანი ზედა აცვია და ასე იკმაყოფილებს ბავშვობის ტრავმებს? თან დანარჩენები მხოლოდ იმიტომ ღარიბდებიან, რომ მაკამ აიჩემა რუსი მინდა ვიყოო.
და თქვენ არ გაინტერესებთ, ბატონო რაჟდენ, თუ მარტო იდა და ბაიას ბანერებს დასდევთ? 20 ენჯეოს ბანერი მარტო ამ ქალს აცვია ზედ. ესეც მარტო ბლუზი. ქვემოთ კაცმა არ იცის კიდევ რა აცვია, ალბათ ჯვრის მონასტრის რესტავრაცია რაც დაუჯდათ გარყვნილ ამერიკელებს – იმ ფასის ფეხსაცმელი.
ველი პასუხს,
სიყვარულით, ვიკა