– უკრაინას შეტევაზე გადასვლა სურს

უკრაინას შეტევაზე გადასვლა სურს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ომის შესახებ ისაუბრებს.
„მათ შეტევაზე გადასვლა სურთ. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ მათ შეტევაზე გადასვლა სურთ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა პარასკევს, 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში შედგება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ