დონალდ ტრამპი – ის, რაც ვლადიმერ პუტინისგან გვსურს, არის, რომ შეწყვიტოს უკრაინელების და რუსების მკვლელობა

აშშ-ის პრეზიდენტის ს განცხადებით, მისი ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებს შეტევაზე გადასვლა სურს.
„მათ შეტევა სურთ. მე ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ მათ შეტევა სურთ და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში, უკრაინის ლიდერ სთან მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტირებისას.
ამასთან, მან რუსეთს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ გაჭიანურებული კონფლიქტი ცუდია მოსკოვის, როგორც დიდი ძალის, იმიჯისთვის.
„ის, რაც პრეზიდენტ პუტინისგან გვსურს, არის ამის შეჩერება: შეწყვიტოს უკრაინელების მკვლელობა და რუსების მკვლელობა, რადგან ის ბევრ რუსს კლავს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ეს არის ომი, რომელიც მას ერთ კვირაში უნდა მოეგო, თუმცა უკვე ომის მეოთხე წელი იწყება. „ეს ამ დიდ, ე.წ. ომის მანქანას კარგად არ წარმოაჩენს“, – დასძინა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ზვიად ქორიძე – ევროკავშირის სასწავლო პროცესის ციკლიდან გასვლა ნიშნავს, რომ საქართველო განათლების სივრცეშიც გამოქვაბულში აღმოჩნდება, სრულ განაკვეთზე პროფესორებისთვის ანაზღაურების გაზრდა კი მხოლოდ საცდურია, რომ კობახიძემ ვიღაც მიიტყუოს