„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა, ის „უცხოელ აგენტად“ მოიხსენია. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ევროპელი პოლიტიკოსი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პარლამენტთან აქციაზე მისვლის გამო.
„ზუსტად იგივე სტატუსი აქვთ ამ ადამიანებს, რაც აქვს საქართველოში ბაია პატარაიას [არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი]. არაფრით არ განსხვავდება – ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორც არის ბაია პატარაია საქართველოში. ამიტომ აზრი არ აქვს. ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, არცკი დაელაპარაკა. გავიდა 51-ე „აკაცუკად“ აქციაზე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ „ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დავალება აქვს მიღებული, რომ საქართველოში წაახალისოს რევოლიური პროცესი“.
14 და 15 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი, რომელიც ამავდროულად არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან გუშინ, 14 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად შემდეგ კი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა, რომელიც გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსთაველის გამზირზე ყოფნის გამო მასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა.
ფორუმი




