ირაკლი კობახიძე: კანონსაწინააღმდეგო  შეკრებას 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეუერთდა. 50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე, და 51-ე აკაცუკად მივიდა

“კანონსაწინააღმდეგო  შეკრებას 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეუერთდა. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო, და ამის მიუხედავად მაინც გადაწყვიტა მისვლა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე — ხო, 50 კაცს შეუერთდა 51-ედ.

მან ერთი ტყუილიც იქვე, უკვე აქციაზე თქვა, და ამას დილით მეორე ტყუილი დაამატა — თქვა, თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო და ხალხი უერთდებოდა. ყველამ ძალიან კარგად იცის, და მანაც შესანიშნავად იცოდა, რომ პირიქით — აქცია პიკზე იყო და მას შემდეგ აღარაფერი შემატებია.

ეს მართლაც შემაშფოთებელი კატასტროფაა, როდესაც ევროპელი ლიდერები — თუნდაც ფინეთი არ იყოს ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ მაინც არის ევროკავშირის წევრი — ამ დონის ტყუილებს კადრულობენ. ეს არის ცრუპენტელობა, უფრო ზუსტად რომ ვთქვა.

ზუსტად იგივეა ორივე შემთხვევა. რეალურად, თუ „გაუქმებაში“ იმას გულისხმობს, რომ კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე გავიდა — კი, რა თქმა უნდა, საფუძველი ამით შექმნა მან. მაგრამ ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე.

ამასთან დაკავშირებით არავითარი კომუნიკაცია არ გვქონია — ან უფრო სწორად, მათ არ ჰქონიათ ჩვენთან არავითარი კომუნიკაცია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების შესახებ, რამაც, რა თქმა უნდა, ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან გამოსვლა იმავე მეთოდით, რა მეთოდითაც შევიდა ამ უხერხულობაში — ანუ 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობით.

50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე, და 51-ე აკაცუკად მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც სრულიად წარმოუდგენელია,” –  განაცხადა პრემიერმა მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.