მატჩისწინა ვარჯიში სკოპიეში – ახალგაზრდული ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 16 ნოემბერს, წლის ბოლო მატჩს სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდ. მაკედონიის 21-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ჩრდ. მაკედონიის 21-წლამდე ნაკრებს, ჩვენი ახალგაზრდული 16 ნოემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაუპირისპირდება.
ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტირს მოედანზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დღეს მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ვასილიოს გორდეზიანის შემდეგ, 21-წლამდელებს თბილისის დინამოს ფორვარდი – ჯადული იობაშვილიც გამოაკლდათ.
16:00 საათზე, სკოპიედან, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია),
მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), საბა საზონოვი (ტორინო).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, ), დემეტრე გვასალია (კოლხეთი 1913).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი).
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო ორი მატჩი ბათუმში, ნიდერლანდების და შვედეთის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ ჩაატარა. ნიდერლანდებთან მარცხის შემდეგ, შვედეთთან საგრძნობი უპირატესობის ფონზე გამართული მატჩი ფრედ – 0:0 დასრულდა.
4 მატჩის შემდეგ, საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდული გუნდები ჯგუფში 7 ქულით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 12 ქულა აქვს.
nakrebi.ge