რუსეთ-საქართველოს ომის, მეორე წლისთავზე, საქართველოს რვა მოქალაქე კვლავ რჩება ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში. შვიდი სამოქალაქო პირი რუსებმა და ოსებმა სხვადასხვა დროს ე.წ “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს.
ყველაზე დიდ ხანს, 2008 წლის სექტემბრიდან, ცხინვალის ე.წ. “ციხეში”, საქართველოს არმიის კაპრალი, მესანგრე ზვიად კობალაძე ზის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ზვიად კობალაძე სამხედრო ტყვეა.
„კობალაძე სამხედრო ტყვეა. იგი შემდეგ ვითარებაში ჩავარდა ტყვედ, კობალაძე მსახურობდა არმიაში, ომის შემდეგ მან დატოვა ნაწილი და სამხედრო ფორმაში გადავიდა სოფელ ავნევში, სადაც ადრე ცხოვრობდა. მას ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ოსებმა დააკავეს სამხედრო ფორმით შოთა უტიაშვილი, შსს
„კობალაძე სამხედრო ტყვეა. იგი შემდეგ ვითარებაში ჩავარდა ტყვედ, კობალაძე მსახურობდა არმიაში, ომის შემდეგ მან დატოვა ნაწილი და სამხედრო ფორმაში გადავიდა სოფელ ავნევში, სადაც ადრე ცხოვრობდა. მას ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ოსებმა დააკავეს სამხედრო ფორმით და ბრალად წაუყენეს ოსი ხალხის გენოციდში მონაწილეობა. ანუ სამხედრო დანაშაული.
შესაბამისად, ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც სამხედრო ტყვეს, თუმცა არანაირად ამ ბრალდებას არ ვაღიარებთ. რამდენჯერმე იყო მოლაპარაკებები, თომას ჰამერბერგის მონაწილეობით, რომ უნდა მოხდარიყო ყველას ყველაზე გაცვლა, ჩვენ, მოგეხსენებათ, გავუშვით ყველა დაკავებული, ოსებმა არ გამოუშვეს. კობალაძის ხელიდან ხელში გადაცემა დაგეგმილი არ ყოფილა.“
ზვიად კობალაძე ოკუპანტებმა პროპაგანდისტული მიზნებით 2008 წლის ნოემბერში გამოიყენეს, როცა ოკუპირებულ ცხინვალში, რუსეთის ცენტრალური ტელევიზიების წარმომადგენლებს წარუდგინეს.
რუსულმა ტელე არხებმა კაპრალ კობალაძეს მიაწერეს განცხადება, თითქოს, ცხინვალზე შეტევის ბრძანება, ქართულმა ჯარმა 7 აგვისტოს, გამთენიისას მიიღო, თუმცა გავრცელებული კადრებიდან კარგად ჩანს, რომ მმთარგმნელის ხმა ქართველი კაპრალის სულ სხვა საუბარზეა გადადებული.
წყაროს ცნობით, კობალაძე სასტიკად იყო ნაწამები, აძლევდნენ ძლიერ ფსიქოტროპულ საშუალებებს. იგი, თადარიგის გენერლის, საქართველოს სახმელეთო ჯარებისა და ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის კობა კობალაძის ბიძაშვილია. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს:
„მოლაპარაკება კობალაძის განთავისუფლების თაობაზე დახურულად მიმდინარეობდა. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებიდან, მე მაქვს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ე.წ ‘საზღვართან“ მიყვანილი იქნა, ერთ-ერთი ოსი ეროვნების პიროვნება, რომელიც ჩვენ მიერ იყო დაკავებული კონფლიქტის ზონაში და აპირებდნენ კობალაძეში გაცვლას, თუმცა მიუხედავად, წინასწარი მოლაპარაკებისა, სეპარატისტულმა მხარემ არ მოიყვანა კობალაძე.“
როგორც წესი, რუსული და ოსური მხარეები ნათესავებს “ცხინვალის ციხეში” მყოფი ტყვეების მონახულების საშუალებას არ აძლევენ, მათთან მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
ერთადერთი გამონაკლისი ქარელის რაიონის მკვიდრის დავით კაპანაძისთვის გაკეთდა. იგი, წელიწადნახევრის წინ, „საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებით კიდევ სამ ქართველთან ერთად აიყვანეს, თუმცა ციხეში მხოლოდ კაპანაძე და, კიდევ ერთი ქართველი დავით ჭიღლაძე ჩასვეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სეპარატისტებმა გაარკვიეს რომ კაპანაძე ფრონეს ხეობის გამგებლის გონერი კაპანაძის ძმაა. დავით კაპანაძის მონახულების უფლება, ეროვნებით ოს მეუღლეს მთვარისა ბესტაევას, ერთი თვის წინ მისცეს
თომას ჰამერბერგისა და წითელი ჯვრის საშუალებით მოვახერხე ცხინვალში გადასვლა, უდანაშაულოა, რა თქმა უნდა და ამ ხნის განმავლობაში უკანონოდ ჰყავთ ციხეში. მაინც იმედი აქვს, რომ დღეს იქნება თუ ხვალ გაათავისუფლებენ მთვარისა ბესტაევა
„წელიწადი და ხუთი თვეა უკვე ჩემი მეუღლე დაჭერილია. არ მქონდა არანაირი ინფორმაცია, არ ვიცოდი რანაირად და რა მდგომარეობაში იყო. თომას ჰამერბერგისა და წითელი ჯვრის საშუალებით მოვახერხე ცხინვალში გადასვლა, უდანაშაულოა, რა თქმა უნდა და ამ ხნის განმავლობაში უკანონოდ ჰყავთ ციხეში. მაინც იმედი აქვს, რომ დღეს იქნება თუ ხვალ გაათავისუფლებენ, მეც უფლის იმედი მაქვს.“
ოსური მხარე ქართველი ტყვეების გათავისუფლებას, დაკარგული ოსი ეროვნების მოქალაქეების საკითხის გარკვევას უკავშირებს. კერძოდ, საუბარია 18 წლის ალან ხუგაევის, 21 წლის ალან ხაჩიროვისა და 27 წლის სოლთან პლიევის თაობაზე, რომლებიც ოსური მხარის ინფორმაციით, ქართველებმა 2008 წლის 13 ოქტომბერს აიყვანეს ტყვედ.
ამას დამადასტურებლად, ოსურმა მხარემ ტელეფონით გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც უცნობი, ქართულად მოსაუბრე პირები აღნიშნულ სამეულს ფიზიკურად უსწორდება. ჟენევის მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაბმული შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი დაჭერილი არ გვყოლია. როგორც ჩანს, ისინი იყვნენ მოროდიორები და სავარაუდოდ, დაიკარგნენ ბუფერულ ზონაში. ეს მოხდა 13 ოქტომბერს (2008 წლის), მაშინ, როცა არანაირი წესრიგი არ იყო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, 8 ოქტომბერს გავიდნენ რუსები და 10 ოქტომბერს შევიდა ქართული პოლიცია და ისიც ყველგან არა.
ჩვენ ამ საქმეს ვიძიებთ, საქმე არის აღძრული, სამწუხაროდ, ამ წუთისთვის, იმის თქმა, თუ რა შეემთხვათ ამ ადამიანებს არ შეგვიძლია. თუ იქნება, მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაცია, მზად ვართ რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.
ჩვენი რვა მოქალაქე ზის ცხინვალში უკვე დიდი ხანია, უმეტეს შემთხვევაში ბრალდება არის აბსურდული ან ე.წ „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“.
