ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები შურისძიებით იმუქრებიან, აშშ-ის დარტყმების შემდეგ

ჰუთი მეამბოხეები – რომელთა მხრიდან ისრაელთან დაკავშირებულ და სხვა კომერციულ ხომალდებზე თავდასხმებმაც გამოიწვია იემენში ჰუტების ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები -ის და მისი მოკავშირეების მხრიდან – გამოდიან “ძლიერი” პასუხის გაცემის მუქარით.
ეს მუქარა ზრდის შეშფოთებას რეგიონში კონფლიქტის გაფართოების შესახებ ს მიერ ღაზაში წარმოებული ომის ფონზე, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის წინააღმდეგ – რომელსაც, ჰუთების მსგავსად, ირანი უჭერს მხარს.
გაეროში რუსეთმაც განაცხადა, რომ დასავლეთის ნაბიჯები ქმნის საშიში ესკალაციის საფრთხეს.
“ამ ახალ თავდასხმას გაეცემა მყარი, ძლიერი და ეფექტიანი პასუხი” – ჰუთების პრესმდივნის, ნასრულდინ ამერის ამ სიტყვებს 13 იანვარს ავრცელებს ტელეკომპანია AlJazeera. პრესმდივანი ამბობს, რომ დარტყმების მეორე ტალღას არ მოჰყოლია მსხვერპლი ან “მატერიალური ზიანი”.
მანამდე აშშ-ის არმიამ ორ დღეში მეორედ განახორციელა დარტყმები იემენში ჰუთების ობიექტებზე, წინა დღით ათობით შეტევა განახორციელეს აშშ-მა და ბრიტანეთმა.
აშშ აცხადებს, რომ რეგიონში კონფლიქტი არ სურს, თუმცა ჰუთებს აფრთხილებს, რომ არ მოითმენს მნიშვნელოვან საერთაშორისო სავაჭრო გზებზე გაგრძელებულ ძალადობრივ წყვეტებს.