დონალდ ტუსკი – ანტიუკრაინულ გრძნობებზე პოზიციის ჩამოყალიბების უფლებას მთავრობაში არავის არ მივცემ!

ანტიუკრაინულ გრძნობებზე პოზიციის ჩამოყალიბების უფლებას მთავრობაში არავის არ მივცემ! – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ტელეარხ TVN24-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არასდროს დავუშვებ, რომ ჩემს მთავრობაში ვინმეს რაღაც ანტიუკრაინულ პოზიციებზე სურდეს თავისი პოზიციის ჩამოყალიბება. ვინაიდან, როდესაც საუბარია ომსა და ჩვენს, ისევე როგორც მთელი დასავლური სამყაროს, ერთგულებაზე უკრაინისადმი რუსეთის ფედერაციასთან მის წინააღმდეგობაში, აქ არანაირი ეჭვები არ შეიძლება არსებობდეს,” – განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოველ პოლონელ პატრიოტს სრულიად უნდა ესმოდეს ეს არგუმენტები, ხოლო რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა საჭიროებს როგორც ვარშავის, ასევე მთელი თავისუფალი სამყაროს დახმარებას.
„და ეს ლოზუნგი არაა. ვინაიდან რეალურად, სანამ უკრაინა რუსეთთან ომობს, ჩვენ შედარებით უსაფრთხოებაში ვართ”, – აღნიშნა ტუსკმა.
მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში პოლონეთის ამოცანა სასოწარკვეთილებასთან ბრძოლა იქნება, როდესაც საუბარი უკრაინის დახმარებას შეეხება.
ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ ის ინტენსიურად მუშაობს ევროპელ კოლეგებთან, რომლებსაც ეს კარგად ესმით.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო